„საფარი“ აცხადებს ორ ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე, ქუთაისსა და მარნეულში.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურება გადასახადების ჩათვლით: 600 ევროს ეკვივალენტი ლარში.
ძირითადი ფუნქციები:
– ორგანიზაციის სტრატეგიულ საქმეებზე განცხადებების, საჩივრებისა და სარჩელების მომზადება და საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე, რაც, მათ შორის, მოიცავს საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, საქმის პროგრესის ხელმძღვანელობას;
– ბენეფიციარებისთვის ზეპირი და წერილობითი კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
– მონაწილეობა გასვლით შეხვედრებში;
– მონაწილეობის მიღება სახელმწიფოს უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა აქტორებთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში, „საფარის“ სახელით;
– პროგრამის დირექტორისა და კოორდინატორის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მისი საქმიანობის სფეროსთან;
სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:
– ქართული და აზერბაიჯანული ენების სრულყოფილად ცოდნა (მხოლოდ მარნეულში მუშაობის მსურველი კანდიდატისათვის).
– უმაღლესი იურიდიული განათლება;
– ადვოკატის მოწმობა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით ( უპირატესობა მიენიჭება საერთო სპეციალიზაციის მქონე კანდიდატს);
– იურისტად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
– ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
– შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
– კომუნიკაბელურობა, საჯარო გამოსვლებისა და მედიასთან ურთიერთობის უნარი;
– მსხვერპლებთან ურთიერთობის ცოდნა და ემპათიურობა;
– უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის თავისუფლად მცოდნე კანდიდატებს;
– უპირატესობა მიენიჭება ქალთა მიმართ ძალადობაზე და ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infosapari@gmail.com
- CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
- სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
- ადვოკატის მოწმობის ასლი (სისხლის ან საერთო სპეციალიზაციით).
განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 24 დეკემბერი.
არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.