არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,საფარი“, პროექტის ფარგლებში ,,ბავშვთა პანსიონატების ბენეფიციართა სოციალური, ფსიქოლოგიური და სამართლებრივი რეაბილიტაცია“, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ითანამშრომლა.
ბიბლიოთეკამ, კომპანია „გალფის“ მხარდაჭერით, მოძრაობა ეკვილიბრიუმის ფარგლებში, მარტვილის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების წარჩინებულ მოსწავლეს საჩუქრად ლეპტოპი გადასცა.
აღნიშნული მოსწავლე აქტიური, ადამიანის უფლებებითა და სპორტით დაინტერესებული გოგონაა.
პანდემიის პერიოდში, როდესაც მისი სკოლა სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა, ტექნიკის უქონლობის გამო, მოსწავლე ვერ ახერხებდა სასწავლო პროცესში სრულფასოვნად ჩართვას, თუმცა, ეროვნული ბიბლიოთეკისა და კომპანია ,,გალფის“ საჩუქარი მას არამხოლოდ განათლების მიღებაში, არამედ სხვა უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში, მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებასა და საინტერესო ადამიანებთან კომუნიკაციაშიც დაეხმარება.
„საფარი“ მადლობას უხდის თანამშრომლობისთვის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კომპანია ,,გალფს“.
პროექტი ხორციელდება ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით.