"საფარის" აქტივობები

„საფარში“ ორგანიზაციული მართვის ციკლის ანალიზი ჩატარდა

15-25 დეკემბერს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით, „საფარში“ ორგანიზაციული მართვის ციკლის ანალიზი ჩატარდა.

ვორკშოპის მიზანს, ორგანიზაციაში არსებული რესურსებისა და მისი ზრდადობის გათვალისწინებით, საქმიანობის მართვის კოორდინაციის მონიტორინგის ციკლის მიმოხილვა, მართვისთვის საჭირო ინსტრუმენტების იდენტიფიცირება, ორგანიზაციული კულტურის ანალიზი და პროფესიული განვითარების გაუმჯობესება წარმოადგენდა.

შეხვედრას ფასილიტაციას თეა ნიკოლაშვილი, ლონდონის CIPD ორგანიზაციის მიერ საერთაშორისოდ სერტიფიცირებული ორგანიზაციის მართვის, სწავლებისა და განვითარების მენეჯერი; CIPD ასოციაციის წევრი, უწევდა.

თეას ორგანიზაციის მართვისა და განვითარების მიმართულებით, სწავლებისა და კონსულტაციის 12 წლიანი გამოცდილებს აქვს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

ადამიანის უფლებათა სახლის ფინანსური მხარდაჭერით, 2021 წლის შემოდგომაზე, „საფარის“ კომუნიკაციის სტრატეგია შემუშავდა. სამოქმედო გეგმის მიხედვით, სამომავლო მუშაობა ახალ საკომუნიკაციო პლატფორმაში განისაზღვრა.

საკომუნიკაციო სტრატეგია და ახალი პლატფორმის შესაძლებლობები შეხვედრის დროს დეტალურად იქნა განხილული და თანამშრომლებისათვის წარდგენილი.