საფარი აცხადებს ვაკანსიას ფონდების მოძიების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: არასრული, 80% დატვირთვით
სამუშაო ადგილი: თბილისი.
ანაზღაურება გადასახადების ჩათვლით: 600 ევროს ეკვივალენტი ლარში
ფონდების მოძიების მენეჯერის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს: ფინანსური რესურსების მობილიზების კუთხით ორგანიზაციის მხარდაჭერა, საპროექტო იდეებსა და განაცხადებაზე მუშაობა, დონორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია; ასევე, ორგანიზაციის მხარდაჭერა დონორ ორგანიზაციებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან ან/და პოტენციურ პარტნიორებთან ეფექტიან კომუნიკაციაში.
ძირითადი მოვალეობების აღწერა:
- ორგანიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მოძიება;
- საგრანტო კონკურსების მუდმივი მონიტორინგი და დონორების მონაცემთა ბაზების წარმოება;
- საპროექტო განაცხადების მომზადება და წარდგენა პროგრამის დირექტორებთან, ფინანსურ მენეჯერსა და პროექტების კოორდინატორებთან აქტიური თანამშრომლობით;
- დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- უმაღლესი განათლება საჯარო ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ბიზნესის მართვის და სხვა რელევანტურ დარგებში;
- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა და ორივე ენაზე აკადემიური წერის სრულყოფილი უნარები;
- მინიმუმ, 1-წლიანი გამოცდილება ფონდების მოძიების, მენეჯმენტის და სხვა რელევანტური საქმიანობის მიმართულებით;
- თანამშრომლებთან აქტიური და ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 300 სიტყვა) ელექტრონულ მისამართზე: infosapari@gmail.com. განცხადებების მიღება წარმოებს 10 ივლისამდე.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ „ფონდების მოძიების სპეციალისტი“.