პროექტის აღწერა: სექსუალური დანაშაულების შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესება;
ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციისკენ მიმართული აქტივობები;
სამართლებრივი დახმარება.
საერთაშორისო ადვოკატირება „საფარის“ სტრატეგიის მნიშვნელოვანი კომპონენტია და ის უზრუნველყოფს, რომ გენდერული საკითხები საქართველოში საერთაშორისო ინსტიტუტების დღის წესრიგზე მუდმივად დარჩეს. „საფარი“ აქტიურად მონაწილეობს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის გაეროს კომიტეტის (CEDAW Committee) პროცესებში, რითაც აძლიერებს საქართველოს ვალდებულებას, მოახდინოს სექსუალური ძალადობის კანონმდებლობის რეფორმა.
პარტნიორი/დონორი: EU
პროექტის ხანგრძლივობა: 12.2021—12.2024
პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 139,678 ევრო
პროექტის აქტივობები: პროექტის ფარგლებში სამართლებრივი დახმარება გაეწიათ ქალებს, რაც მოიცავს როგორც უფასო იურიდიულ კონსულტაციებს, ასევე სამართლებრივ წარმომადგენლობას და საქმეების წარმოებას. საინფორმაციო კამპანია ქალებისთვის უსაფრთხო აპლიკაციის Safe YOU-ს შესახებ, აპლიკაციის მართვა, შინაარსობრივი ფორუმების წარმოება და უფასო სამართლებრივი, სოციალური და ფსიქოლიგიური კონსულტაციები ქალებისთვის.