"საფარის" აქტივობები / Education / სიახლეები / ტრენინგები

ქალთა მიმართ კიბერძალადობა და ციფრული მოქალაქეობა – ტრენინგის პირველი ციკლი უკვე ჩატარდა

ციფრული მოქალაქეობის პრინციპები, გენდერული ძალადობის ონლაინ ფორმები, სამართალდამცავი სტრუქტურების როლი კიბერძალადობასთან ბრძოლაში, საფრთხეების ანალიზი და პრევენცია – ეს ის თემებია, რომლებუც იურისტებმა, სოციალურმა მუშაკმებმა, ფსიქოლოგებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და აქტივისცებმა „საფარის“ ორგანიზებული ტრენინგის ფარგლებში განიხილეს. 4-დღიანი ტრენინგს, რომელიც კიბერძალადობასთან ბრძოლის შესახებ ტრენინგის მხოლოდ პირველი ეტაპია, 30-მდე მონაწილე ესწრებოდა.

მომდევნო ეტაპზე, მონაწილეებს ჩაუტარდებათ ონლაინ სესიები კიბერბულინგის ფსიქო-ემოციურ შედეგებზე, შესაძლო ზიანის ფორმებზე, დახმარების საჭიროებებსა და თვითმოვლაზე.

მესამე ეტაპზე, შერჩეული 4 მონაწილე სასწავლო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრება.

SafetyNet – ქალთა მიმართ კიბერძალადობასთან ბრძოლა არის პროექტი, რომლის მიზანია ცნობიერების ამაღლება გენდერული ნიშნით განხორციელებული კიბერძალადობის ფორმებისა და პრვეენციის შესაძლებლობებზე, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება იმგვარად, რომ ქალებისთვის და გოგონებისთვის ციფრული სივრცე გახდეს უფრო უსაფრთხო. აღნიშნულ პროექტს „საფარი“ Global Project Partners e.V.-სთან ერთად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.