ხვალ, 3 თებერვალს, მადრიდში, ეროვნული კინოპრემიის, „გოიას“ გადაცემის ცერემონიალზე, კამპანია #MasMujeres-ის („მეტი ქალი“) ფარგლებში, კინოვარსკვლავები აუდიტორიის წინაშე წითელი მარაოებით წარსდგებიან. დასახელებული კამპანია ესპანურ კინოინდუსტრიაში გენდერული თანასწორობისთვის იბრძვის.
ცერემონიაზე წითელ მარაოებს ესპანეთის ქალ კინემატოგრაფისტთა ორგანიზაცია (CIMA) დაარიგებს. აღსანიშნავია, რომ დასახელებული ინიციატივა ჰოლივუდში ჰარვი ვაინშტაინის ამბებს პირდაპირ უკავშირდება. მართალია, ესპანურ კინოინდუსტრიას ჰოლივუდის მსგავსი სკანდალები არ ახსოვს, მაგრამ, ასოციაციამ განაცხადა, რომ მსგავსი პრობლემები ესპანეთშიც არსებობს.
„სამწუხაროდ, ესპანური კინო და აუდიოვიზუალური ინდუსტრია ამ რეალობისგან თავისუფალი სულაც არაა, და ისევე, როგორც ჩვენს კოლეგებს აშშ-დან, მიგვაჩნია, რომ დროა, ამ ყველაფერს პროტესტი განვუცხადოთ“, – ვკითხულობთ CIMA-ს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ხელოვნების სფეროში მომუშავე ესპანელი ქალები #MeToo-ს პლატფორმაზე კამპანიას ატარებენ, ესპანეთის კულტურული სფეროს სექსუალური შევიწროებისგან გათავისუფლების მიზნით.
წყარო: thelocal.es