Beynəlxalq Əmək Təşkilatının dəstəyi ilə Gürcüstan parlamentində əmək hüquqlarının müdafiəsi ilə bağlı yeni hüquqi və institusional mexanizmlərin yaradılmasını özündə əks etdirən qanunvericilik dəyişiklikləri paketi hazırlanmış, daha sonra Əmək Məcəlləsində islahat və əlavələr edilmişdir, hansı ki, bunlara aiddir: iş vaxtı, istirahət və fasilə vaxtlarının tənzimlənməsi, vasitəçiliyin icrası qaydalarının müəyyən edilməsi, əmək müqaviləsinin formasının, müddətinin və məzmununun yeni tənzimlənməsi, staj, gecə işləmək, əmək ayrı-seçkiliyi və s. (Qeyd edək ki, islahat üzərində iş prosesində nöqsanlara yol verilib).
Gürcüstanın Əmək Məcəlləsində Ayrı-seçkilik maddəsinə edilən dəyişikliklərdən sonra bərabər əmək haqqı məsələsinə toxunuldu, ayrı-seçkilik əlamətlərinin siyahısı artırıldı, bu da işçilərin müdafiəsinin əhatə dairəsini genişləndirdi.
Həmçinin qanunda belə bir müddəa var ki, işəgötürən tərəf qadınlar və kişilər tərəfindən yerinə yetirilən bərabər iş üçün bərabər əmək haqqını təmin etməyə borcludur. Əmək Məcəlləsinə əsasən, işəgötürən qadın və kişi işçilər üçün bərabər iş olduqda bərabər əmək haqqını təmin etməyə borcludur. Lakin Gürcüstan reallığı qanun çərçivəsindən kənardadır və əksər hallarda qanunvericinin tələblərinə cavab vermir. Əmək Məcəlləsində aparılan islahatlara və edilən dəyişikliklərə baxmayaraq, əmək haqqı arasında gender bərabərsizliyi Gürcüstanda əsas problem olaraq qalır.
Müəllif: Ayhan Həsənov
———————————————————-
შრომის კოდექსის რეფორმა – თანაბარი შრომის ანაზღაურების გადახდის საკითხი
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობდა, შემდეგ კი შრომის კოდექსში გატარდა რეფორმა და შევიდა ცვლილებები, რომელიც ეხება: სამუშაო დროს, დასვენებისა და შესვენების დროის რეგულირებას, მედიაციის აღსრულების წესის განსაზღვრას, შრომის ხელშეკრულების ფორმის, ვადებისა და შინაარსის ახლებურად დარეგულირებას, სტრაჟირებას, ღამით მუშაობას, შრომით დისკრიმინაციას და ა.შ. (აღსანიშნავია, რომ რეფორმაზე მუშაობის პროცესში, იყო დაშვებული ხარვეზები).
შეტანილი ცვლილებების შემდეგ, საქართველოს შრომის კოდექსში დისკრიმინაციის მუხლში ადგილი დაეთმო თანაბარი შრომის ანაზღაურების საკითხს, გაიზრდა დისკრიმინაციის ნიშნების ჩამონათვალი, რამაც გააფართოვა დასაქმებულთა დაცვის ფარგლები.
ასევე, კანონში ჩნდება ჩანაწერი, რომ დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ქალისა და მამაკაცის მიერ შესრულებული თანაბარი სამუშაოსთვის თანაბარი ანაზღაურების გადახდა. შრომის კოდექსის მიხედვითაც, დამსაქმებელი ვალდებულია, ქალი და მამაკაცი დასაქმებულების მიერ თანაბარი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში, უზრუნველყოს მათთვის თანაბარი შრომის ანაზღაურების გადახდა. თუმცა, საქართველოს რეალობა ცდება კანონმდებლობით დადგენილი ფარგლებს და უმრავლეს შემთხვევაში, არ აკმაყოფილებს კანონმდებლის მოთხოვნას. მიუხედავად შრომის კოდექსში გატარებული რეფორმისა და შეტანილი ცვლილებებისა, ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობა საქართველოში კვლავ დიდ გამოწვევად რჩება.
ავტორი: აიჰან გასანოვი