






—————

ავტორი ჯივან მკრტჩიანი



დავუბრუნდეთ ზემოაღნიშნულ ფრაზებს, წამოძახილებს: “როდის განვითარდება ეს ქვეყანა?…“. განვითარება გინდა? – მაშინ, პირველ რიგში, საკუთარ თავს კითხვა დაუსვი, შენ რას აკეთებ იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს? შენ შენს წილ პასუხისმგებლობას ასრულებ ამ საქმეში, როგორც მშობელი, როგორც ოჯახის წევრი, როგორც საზოგადოების წევრი? როგორც მშობელი, ამბობ, რომ ქვეყნის განვითარება გინდა და მეორე დღეს ბავშვს აიძულებ, მთელი დღე იშრომოს, იმის ნაცვლად, რომ ცოტა დრო დაუტოვო სწავლისთვის, ბავშვობით ტკბობისთვის? გინდა, ქვეყანა განვითარდეს, მაგრამ როგორც მშობელი, სცემ ბავშვს, რადგან მას არ სურს მუშაობა და თამაში უნდა, ან რადგან სამუშაოს სათანადოდ არ ასრულებს, იმის ნაცვლად, რომ ასწავლო მას, როგორ გააკეთოს საქმე და როგორ სწორად გადაანაწილოს დრო… როგორც საზოგადოების წევრი, აბრალებ მთავრობას და ზოგადად ყველას ქვეყნის განუვითარებლობას, მაგრამ გავიწყდება, რომ ბავშვის თვალწინ ქუჩაში სვამ ალკოჰოლს, აგდებ ბოთლს გზაზე და დროს თამაშსა და „კარგ ბიჭობაში“ ატარებ და ამით სათანადო მაგალითს არ აჩვენებ ბავშვებს, მაგრამ როცა შენი შვილი მოწევას იწყებს, უცებ ბრაზდები და მის ცემას იწყებ, როგორც მშობელი, ვითომ მასზე ზრუნავ…


