მაშინ, როცა ქრისტიანი ევროპელებისთვის გენდერული როლები იძულებითი ხასიათის იყო, ამერიკელი აბორიგენები 5 სქესს აღიარებდნენ.
ორი სულიერი საწყისის არსებობა სრულიად ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა ადგილობრივი ტომების ყოველდღიურ ცხოვრებაში.
გენდერული როლები ადგილობრივმა ტომებმა ჩრდილოეთ ამერიკაზე ევროპელების მიერ კონტროლის მოპოვების შემდეგ შეითვისეს. დღევანდელობისგან განსხვავებით, ადამიანების მიერ საპირისპირო სქესთან თავის გაიგივება ანომალიად არ აღიქმებოდა და მათ არავინ გაურბოდა.
უფრო მეტიც, ადამიანები, რომლებსაც ერთდროულად ორი, ქალური და კაცური საწყისი ჰქონდათ, ღმერთისგან დაჯილდოვებულებად მიიჩნეოდნენ და ითვლებოდა, რომ მათ ნებისმიერი მოვლენის ორი მხრიდან დანახვა შეეძლოთ.Indian Country Today- ის მიხედვით, ყველა ადგილობრივი ტომი შემდეგ გენდერულ როლებს აღიარებდა: ქალი, კაცი, ქალი ორი სულიერი საწყისით, კაცი ორი სულიერი საწყისით და ტრანსგენდერი.
ადგილობრივ ამერიკულ კულტურებში ადამიანი ფასობდა წვლილით, რომელიც მას ტომის ცხოვრებაში შეჰქონდა და არა ქალურობით ან კაცურობით. მშობლები არ მიაწერდნენ შვილებს გენდერულ როლებს და ბავშვების სამოსიც კი გენდერულად ნეიტრალური იყო. არ არსებობდა წარმოდგენები და იდეალებიიმის შესახებ, თუ როგორ უნდა ეცხოვრა ან ყვარებოდა ადამიანს. ეს უბრალოდ ბუნებრივი მოვლენა იყო, რომელიც არ იქცეოდა გაკიცხვის საგნად.
ორი სულიერი საწყისის ქონა უარყოფით სტიგმას არ უკავშირდებოდა. არ არსებობდა არანაირი შიდა ტომობრივი რეპრესიები და ძალადობა ინდივიდების მიმართ, რომლებიც საკუთარ თავს საპირისპირო სქესს მიაკუთვნებდნენ ან ორივე სქესის საწყისები ჰქონდათ .
„ყველა ტომს საკუთარი სპეციფიკური ტერმინი აქვს, მაგრამ საჭირო იყო რაიმე უნივერსალური ტერმინიც, რომელიც გასაგები იქნებოდა საერთო მოსახლეობისთვის [ინგლისურენოვანები]. ჩამოვთვალოთ რამდენიმე: ნავაჯოს ხალხისთვის ორი სულის მქონე გამოიხატებოდა ტერმინით ნადლეჰი (ვიღაც, ვინც შეიცვალა), ლაკოტას ხალხს ჰქონდა ტერმინი ვინკტე ( კაცი, რომელიც იძულებული იყო მოქცეულიყო ქალივით), ნიჟ მანიდუვაგი (ორი სული) ოჯიბუეს ხალხისთვის, ჰემანე (ნახევრად ქალი, ნახევრად კაცი) ჩეიენის ტომში“.
„ორი სული“ (Two Spirit) ინგლისურ ენაში უნივერსალური ტერმინად გამოიყენება, თუმცა, მისი თარგმნა ზუსტად იგივე მნიშვნელობით ყველა ადგილობრივ ენაზე ვერ ხერხდება. მაგალითად, იროკეზი ჩეროკების ენაზე არ არსებობს აღნიშნული ტერმინის ზუსტი თარგმანი, მაგრამ ჩეროკებს აქვთ სქესის გამომხატველი ტერმინების ნაირსახეობა „ქალებისთვის რომლებიც თავს კაცებად გრძნობენ“ და პირიქით“
„ორი სულის“ კულტურა ამერიკულ ტომებში იყო ერთ-ერთი პირველი, რისი განადგურებაც ევროპელებს სურდათ. ისეთ ადამიანებზე დაყრდნობით, როგორიც იყო ამერიკელი ხელოვანი ჯორჯ კატლინი, ორი სულის ტრადიცია იქამდე უნდა აღმოეფხვრათ, სანამ ის ისტორიის სახელმძღვანელოში მოასწრებდა შესვლას. კატლინის თქმით, ტრადიცია იქამდე უნდა ამოეშალათ, სანამ მისი საფუძვლიანად დამახსოვრება მოხერხდებოდა.
Indian Country Today- ის მიხედვით, ადგილობრივი გენდერული თავისებურებების აღმოფხვრას მხოლოდ თეთრი ინგლისელი არ ცდილობდა, „ესპანელმა კათოლიკე ბერებმა გაანადგურეს აცტეკების ხელნაწერები, რათა ტრადიციული რწმენები და ისტორია გაექროთ, მათ შორის „ორი სულის“ ტრადიციაც.“ ქრისტიანების ძალისხმევით ადგილობრივები იძულებულნი იყვნენ ჩაეცვათ და მოქცეულიყვნენ ახლად შემუშავებული გენდერული როლების მიხედვით.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „ორი სულის“ ადამიანი, რომელიც ისტორიამ შემოინახა, იყო ლაკოტას ტომის მებრძოლი სახელად „პოულობს და კლავს მათ“ კროუს ენაზე ოშ-ტიში, რომელიც კაცად დაიბადა და ქალზე იქორწინა, მაგრამ ქალის სამოსს იცვამდა და ქალური ცხოვრების წესით ცხოვრობდა. 1876 წლის 17 ივნისს ოშ-ტიშს სახელი მოუტანა როსებუდ კრიკის ბრძოლამ, სადაც მან საკუთარი ტომის წევრი გადაარჩინა.
„კოლონზაციამდელ ამერიკაში ორი სულის ადამიანები პატივსაცემებად, ხოლო მათი ოჯახები იღბლიანებად მიიჩნეოდნენ. ინდიელების აზრით, ადამიანები, რომლებსაც სამყაროს აღქმა ორივე სქესის პერსპექტივიდან შეეძლოთ, შემოქმედის საჩუქრები იყვნენ.“
რელიგიურმა გალენებმა მალე სერიოზული განწყობები გააჩინა გენდერული მრავალფეროვნების წინააღმდეგ, რამაც ღიად ანდროგინი ადამიანები აიძულა ორ სქესს შორის გაეკეთებინათ არჩევანი. მათ ან მალულად უნდა ეცხოვრათ იმის შიშით, რომ გამოააშკარავებდნენ ან დაესრულებინათ საკუთარი სიცოცხლე და ბევრი ასეც მოიქცა.