სექსუალობა

ადამიანის უფლებები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ჭრილში: ქვეყნის უფლებრივი მდგომარეობის შეფასება

წინამდებარე ქვეყნის შეფასება წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ კვლევას. კვლევა აფასებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, გამოწვევებსა და ხარვეზებს არა მხოლოდ ჯანდაცვის, არამედ ადამიანის უფლებათა სფეროში, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის, კანონმდებლობისა და პოლიტიკის, ბიუჯეტირებისა და დაფინანსების, ჯანდაცვის სერვისების მიწოდებისა და ხელმისაწვდომობის, კომპენსაციისა და ანაზღაურების საკითხებს  სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კონტექსტში.

შეფასების დოკუმენტი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტების მიერ განხორციელებული შეფასებების ანალოგია, რომელიც მიზნად ისახავს,  წარმოაჩინოს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით მიღწეული წინსვლა, არსებული წინააღმდეგობები და გაუმჯობესების გზები. დოკუმენტის ამოცანაა, შეფასდეს, რამდენად არის საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში ასახული ადამიანის უფლებები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და რეპროდუქციული უფლებების ჭრილში, როგორ ხორციელდება ისინი პრაქტიკაში და რა არის ამ მიმართულებით არსებული ძირითადი მიღწევები თუ ბარიერები. დოკუმენტის საფუძველზე მომზადდა რეკომენდაციები საქართველოს მთავრობის და სხვა შესაბამისი ორგანოებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებების შეფასება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ჭრილში საქართველოში პირველად ჩატარდა. სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სფეროში კანონმდებლობისა და პოლიტიკის შემდგომი განვითარებისა და განხორციელების პროცესში.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია

წყარო: ombudsman.ge