7 დეკემბერს, ჟურნალმა The Hollywood Reporter საზეიმო საუზმე, Women in Entertainment, გამართა ცნობილი მსახიობების, ტელეწამყვარენისა და ჟურნალისტებისთვის. საუზმის მთავარი სტუმარი ანჯელინა ჯოლი იყო. მსახიობმა ემოციური სიტყვა წარმოთქვა იმ ქალების შესახებ, რომლებიც მოკლებულნი არიან ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. ჯოლიმ აღნიშნა, რომ ცნობილი ადამიანების მნიშვნელოვანი ამოცანაა სხვების დახმარება და ამაში მათი პოპულარობისა და საზოგადოებრივ აზრზე გავლენების გამოყენება.
“ამ დარბაზში მყოფთ, საშუალება გვაქვს, დავეხმაროთ ქალებს, დამწყებ მსახიობ ქალებს, დავეხმაროთ გზის გაკვალვაში და იმაში რწმენაში, რომ მათ ხმას გაიგებენ. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ სოლიდარობა, დავიცვათ მათი უფლებები და მათ დავეხმაროთ, გვიამბონ თავიანთი ისტორიები. ჩვენ თავის დახრას არ გვაიძულებენ. ჩვენ არ გვემუქრება ციხე ჩვენივე გადაღებული ფილმების, სცენიდან გახუმრების ან პოლიტიკაზე კომენტარის გამო. ჩვენ არ ვცხოვრობთ შიშში იმის გამო, რომ ჩვენი სამუშაო ჩვენივე ოჯახის წევრებზე ძალადობას გამოიწვევს. მაგრამ, ჩვენ ირგვლივ არსებობენ ქალები, რომლებსაც ხმის ამოღების გამო აუტანელ ტკივილს აყენებენ”, – განაცხადა მსახიობმა.
ბოლოს, ანჯელინამ მსახიობებს, ჟურნალისტებს, უფლებადამცველებსა და იურისტებს მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ ისინი “მთელი ცხოვრების მანძილზე საზღვრების გაფართოებას ემსახურებოდნენ ისე, რომ არ ეპუებოდნენ გაკიცხვას”. ჯოლის თქმით, ისინი “მამაცი ადამიანები არიან, რომლებიც იბრძვიან იმისათვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს სხვებსაც ჰქონდეთ ის თავისუფლება, რაც მათ აქვთ დღეს”.
წყარო: elle.com