არგენტინის კონგრესი აბორტების ლეგალიზაციის შესახებ ისტორიული კანონპროექტის განხილვას შეუდგა.
აბორტის ლეგალიზაციასთან დაკავშირებულმა მზარდმა მოთხოვნამ, ქვეყნის კონსერვატორი პრეზიდენტი, აბორტის აკრძალვის მომხრე მაურისიო მაკრი (Mauricio Macri) აიძულა, აბორტის აკრძალვის მოწინააღმდეგეთათვის გაეწია ანგარიში.
ბუენოს-აირესში ასობით ადამიანი გავიდა ქუჩაში ამ ინიციატივის მხარდამჭერ მიტინგში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 14 კვირამდე ვადაზე ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის ნებართვას ითვალისწინებს. აბორტების მოწინააღმდეგეებმა პარალელურად, დედაქალაქში, პარლამენტის შენობის წინ გამართეს აქცია. აბორტის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ქვეყნის კონსერვატიული ძალები და ეკლესია ილაშქრებს.
ამა წლის მარტის დასაწყისში, კანონპროექტს ხელი მოაწერა 257-ადგილიანი ადგილობრივი დეპუტატთა პალატის 70-მა წევრმა. ჯამში, დეპუტატებმა კანონპროექტის ცხდა ვარიანტი უნდა განიხილონ. კენჭისყრა ივნისში გაიმართება.
არგენტინაში აბორტი მხოლოდ გაუპატიურებისა და დედის ან ნაყოფის სიცოცხლისთვის საფრთხის შემთხვევაშია ნებადართული. დანარჩენ შემთხვევებში, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა დანაშაულია.
ამის გამო, ყოველწლიურად ათობით ათასი არგენტინელი ქალი აბორტს არალეგალურ პირობებში იკეთებს.
წყარო: euronews.com