სტატიები

აშშ-ში ეკონომიკური აღმასვლა დაიწყო და იგი არ მიაგავს აქამდე არსებულ მდგომარეობას

აშშ პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფი ტემპით გამოდის. საქონლის, ნედლეულისა და სამუშაო ძალის უკმარისობა, რაც ზრდას ახლავს თან, ძალიან სწრაფად ხდება. ზოგიერთი ეკონომისტი მოელის, რომ ინფლაციის ეს ნახტომი დროებითია, მაგრამ სხვები ამბობენ, რომ იგი შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც შენარჩუნდება.

„ჩვენ არასოდეს მსგავს სიტუაციაში არ აღმოვჩენილვართ – კრახს ბუმის მსგავსი აღმავლობა მოჰყვა. ამას არ ისტორიაში ანალოგი არ აქვს“, – ამბობს ალენ სინაი, Decision Economics-ის მთავარი ეკონიმისტი.

როდესაც შარშან გაზაფხულზე Covid-19-ის პანდემიამ აშშ-ის ეკონომიკის თავისუფალი ვარდნა გამოიწვია, ეკონომისტები და პოლიტიკოსები შიშობდნენ, რომ დასაქმებულებსა და საწარმოებს ფეხზე დასადგომად წლები დასჭირდებოდათ. თუმცა, ახლა ისინი ვარაუდობენ, რომ ეკონომიკის ბრუნვა ამ კვარტალში პანდემიამდელ ნიშნულს მიაღწევს. ანალიტიკოსების პროგნოზით, ამ წლის ბოლოსკენ მთლიანი შიდა პროდუქტი იმ ნიშნულამდე მიაღწევს, როგორც დაგეგმილი იყო, პანდემია რომ საერთოდ არ ყოფილიყო, შემდეგ კი მას გეგმიურად გადააჭარბებს.

ასეთი შემობრუნება ბევრი ბიზნესისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ატლანტაში მდებარე მეურნეობა-რესტორნის Miller Union-ის თანამფლობელი სტივენ სატერფილდი ვეღარ აუდის საქმეს, რომ არ ჩამორჩეს ბიზნესის უცაბედ მომძლავრებას, პანდემიისგან გამოწვეული რამდენიმეთვიანი ჩავარდნის შემდგომ. „ეს პროცესი ცოტა სტრესულია, რადგან ბოლო კვირების მანძილზე, უცებ მოხდა“, – ამბობს იგი.

თუმცა, მზარდი აღმასვლა გარანტირებული სულაც არაა, რასაც მოწმობს აპრილში ბევრი ეკონომიკური ზომის შენელებული გაუმჯობესება. ასევე, აშშ-ში Covid-19-ის მობრუნებას მისი სრული ჩაგდება შეუძლია.

ამისდა მიუხედავად, ეკონომისტები 4 საკვანძო ხერხზე მიუთითებენ, რითიც ეკონომიკის ამჟამინდელი აღმასვლა წინამორბედებისგან განსხვავდება:

  1. ბუნებრივი და ფინანსური კატასტროფები

როგორც წესი, ადრინდელი რეცესიები საპროცენტო განაკვეთის ზრდით ან აქტივების ღირებულების კლებით ხასიათდებოდა, რამაც წარმოება, შემოსავალი და დასაქმება დააზარალა. გეილ ფოსტერი, ეკონომისტი და The GailFosler Group LLC.-ის პრეზიდენტი, ამბობს, რომ შინამეორნეობებისთვის და ფინანსური ინსტიტუციებისთვის მიყენებულმა ზიანმა 2007 წლის შემდგომ, გამოიწვია მოთხოვნის დაქვეითება, რამაც მრავალი მომდევნო წლის მანძილზე იქონია გავლენა.

შედარებისთვის, Covid-19-თან დაკავშირებული რეცესია არა ფინანსურ, არამედ სტიქიურ კატასტროფას უკავშირდებოდა.

სტიქიური კატასტროფები დროებით აფერხებს ეკონომიკურ საქმიანობას, თუმცა უცვლელად ტოვებს ძირითად მოთხოვნას და მომსახურებისა და საქონლის მიწოდებას. როგორც კი სტიქიური კატასტროფა ჩაივლის, ეკონომიკა აღდგება სწრაფად, ვიდრე ტიპური რეცესიის დროს.

ფართოდ გავრცელებული ვაქცინაცია სტიქიურ უბედურებას აკავებს, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მეტი ხარჯოს, ბიზნესს კი – ხელახლა ამუშავდეს. ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო თვეებში, ვაქცინირებული ადამიანების დანახარჯი რესტორნებზე გაცილებით მეტად იზრდებოდა, ვიდრე – არავაქცინირებულების.

გარდა ამისა, იმის პროპორციულად, რაც მეტი ადამიანი იცრება, მეტი სამუშაო ადგილი ჩნდება მათთვის. ყოველ 100 ვაქცინირებულ ადამიანზე, საშუალოდ 12 კვლავ საქმდება.

რეცესიის შემდეგ, როგორც წესი, თვეების ან წლების მანძილზე, შრომის ბაზარი სუსტი რჩება, რადგან სამუშაოს მაძიებლების რიცხვი მნიშვნელოვნად აჭარბებს ვაკანსიების რაოდენობას. უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი და ანაზღაურების სუსტი ზრდა ფარავს სამომხმარებლო ხარჯებს და აფერხებს ბიზნესის გაფართოებას. რაც მეტი დრო სჭირდება დანარაგის აღდგენას, მით მეტი რისკია იმისა, რომ ბიზნესებს გაუჭირდება, შრომითი ძალა კი დატოვებს მას და თან გაიყოლებს ზრდისთვის აუცილებელ ადამიანურ და ორგანიზაციულ რესურსს.

როგორც ჩანს, ამჯერად ეკონომიკა ამ მანკიერი წრისგან უხვევს.

 

2. ფულად-საკრედიტო და ბიუჯეტურ-საფინანსო პოლიტიკა

კორონავირუსმა გაცილებით დიდი და სწრაფი ფულადი და ფინანსური რეაქცია შექმნა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა გასულმა რეცესიამ. მან ეკონომიკური სისტემის ზარალი შეზღუდა და ნიადაგი შეამზადა უფრო სწრაფი აღდგენისთვის.

კონგრესი უფრო სწრაფად ამოქმედდა, ვიდრე – გასული ვარდნების დროს. მან წამახალისებელი დახმარებების მეშვეობით, გაზარდა ბიზნესისა და შინამეურნეობების ბალანსები, გააფართოვა უმუშევართა დახმარებებისა და დაცული გადახდის სისტემებიც. კონგრესის ფისკალურმა პასუხმა Covid-19-ის პანდემიაზე 5,1$ ტრილიონი შეადგინა, ანუ 2024 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 4,4%. შედარებისთვის, 2007-2009 წლების რეცესიისას, სტიმულირების მოცულობა 1,8$ ტრილიონი იყო, ანუ მშპ-ს 2,4% 2008-2012 წლებში.

 

3. უფრო გაჯანსაღებული შინამეურნეობები და ბიზნესები

ეკონომიკის განახლებამდე, შარშან ამერიკელებმა 2,8$ ტრილიონის დაზოგვა შეძლეს, რაც შეუდარებლად დიდი მაჩვენებელია 2007 წელთან (734$ მილიარდი).

შედარებით მაღალი შემოსავლის მქონე ამერიკელები პანდემიის დარტყმისგან იმან დაიცვა, რომ ხშირად დისტანციურად მუშაობდნენ და დანაზოგიც ჰქონდათ.

ამ დროს სტარტაპების რაოდენობის ზრდა ბიზნესის მხრიდან ნდობაზე მიუთითებს, მცირე ბიზნესების დაკეტვის ფონზეც კი. ფინანსური სექტორიც კარგ მდგომარეობაშია, იმასთან შედარებით, რომ ბანკები და სხვა კრედიტორები 2007-2009 წლებში გადაუხდელი კრედიტებით მრავალი წლის მანძილზე იყვნენ დამძიმებულნი.

ახლა ფინანსურ სისტემას ზარალის ამანაზღაურებელი კაპიტალი გააჩნია და კრედიტების გაცემისთვისაც მზადაა.

 

4. დეფიციტი, მუშახელის უკმარისობა, ინფლაციის რისკები

სწრაფი აღდგენის ერთ-ერთი უარყოფითი მხარე ისაა, რომ მოთხოვნა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე – მიწოდება. ეს ზეწოლას ქმნის ხელფასებსა და ფასებზე და ბევრ ბიზნესს შოკში აგდებს.

ამჯერად, ინფლაცია ეკონომიკის აღდგენასთან ერთად მატულობს. სამომხმარებლო ფასებმა, პროდუქტისა და ენერგიის გარეშე, მარტიდან აპრილამდე 0,9%-ით იმატა, რაც 1982 წლიდან მოყოლებული, ყველაზე მკვეთრი თვიური ზრდაა.

ამასთან, დამსაქმებელს, რომელიც მზადაა, ახალი კადრები მიიღოს, შრომის ბაზარზე ნაკლები მსურველი ხვდება, რადგან ამა წლის მარტიდან, სამსახურის მშოვნელთა რიცხვმა 5-დან 1,2%-მდე დაიწია.

wsj.com