პირველად დიპლომატიის ისტორიაში, საუდის არაბეთში ელჩად ქალი დაინიშნა.
ბელგიელი დიპლომატი დომინიკ მინე (Dominique Mineur) საუდის არაბეთის მეფეს რწმუნებათა სიგელს 2018 წლის ზაფხულში გადასცემს.
ეს მოვლენა განსაკუთრებით იმითაა აღსანიშნავი, რომ საუდის არაბეთში ქალებს სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობაში მნიშვნელოვანი შეზღუდვები აქვთ დაწესებული. მინერის ელჩად დანიშვნა, ერ-რიადისთვის ქალთა უფლებების დაცვის გაუმჯობესებაზე ზრუნვის მითითების მკაფიო სიგნალი იქნება.
ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ირანში ელჩადაც ქალის – ვერონიკა პეტის (Véronique Petit) – დანიშვნაა დაგეგმილი.
The Independent აზუსტებს, რომ 2010-დან 2015 წლამდე, საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე იყო, თუმცა, მას ეს თანამდებობა შეთავსებით ეკავა (რიგი სხვა მეზობელი ქვეყნების ელჩიც იყო), თავად კი ქუვეითში განთავსებულ საელჩოში მუშაობდა. როცა 2015 წელს საქართველომ საუდის არაბეთში საელჩო გახსნა , იქ კაცი ელჩი დანიშნა.
წყარო: independent.co.uk