თანასწორობის პოლიტიკა

გაეროს გენერალური მდივანი: მსოფლიოში ქალთა დისკრიმინაცია იზრდება

Berlin, Germany - November 04: Antonio Guterres, High Commissioner for Refugees of UNHCR, attends a press conference in german foreign office on November 04, 2015 in Berlin, Germany. (Photo by Michael Gottschalk/Photothek via Getty Images)

ისტორიულად, კაცებისა და ქალების არათანასწორი მდგომარეობა სხვადასხვა ქვეყანაში მზარდი უთანასწორობით ღრმავდება და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ზრდას იწვევს. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა (António Guterres) ქალთა საერთაშორისო დღეს განაცხადა.

„ქალთა საერთაშორისო დღეს, მოდით ყველამ დავდოთ პირობა, რომ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დავძლევთ მყარად ფესვგადგმულ წინასწარგანწყობებს, გენდერული თანასწორობის, ქალების უფლებებისა და შესაძლებლობების წასახალისებლად“, – განაცხადა გუტერეშმა.

გაეროს გენმდივანმა აღნიშნა, რომ ტრადიციების, კულტურული ფასეულობებისა და რელიგიის დამახინჯება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქალთა უფლებების, სექსიზმის გავრცელებისა და ქალთმოძულე ქმედებების გავრცელების საწინდარია.

დღეს, ბევრი ქალია მოქცეული როგორც კიბერსივრცეში, ასევე რეალურ ცხოვრებაში დაშინებისა და შევიწროების ქვეშ. ხშირად, ექსტრემისტები და ტერორისტები თავიანთ იდეოლოგიას ქალებისა და გოგონების დამორჩილების იდეაზე, სექსუალური და გენდერული ძალადობის, იძულებითი ქორწინებებისა და ფაქტიური დამონების ხარჯზე აგებენ.

გუტერეშმა აღნიშნა, რომ დღეს ბევრი ქალი სათანადო დონეზე ვერაა წარმოდგენილი როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკის სფეროს უმაღლეს თანამდებობებზე.

„მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, როგორც წესი, ხელმძღვანელი თანამდებობები კვლავინდებურად კაცებს უკავიათ, ხოლო ეკონომიკური და გენდერული უფსკრული მოძველებული წარმოდგენებისა და ფესვგადგმული კაცური შოვინიზმის გამო იზრდება“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

მან ქალებისა და გოგონების უფლებების ყველა დონეზე გაფართოების, მათი ხმის გაჟღერების, მათთვის საკუთარი ცხოვრების გაკონტროლების საშუალების მინიჭებისკენ მოუწოდა. ამასთან დაკავშირებით, მან ქალებისთვის განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და შრომის ბაზარზე მათი წარმომადგენლობის გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება.