ბოლო ერთი წლის განმავლობაში “საფარის” გუნდი მნიშვნელოვნად გაიზარდა. გაფართოვდა ორგანიზაციის წარმომადგენლობა და ჩვენი იურისტები თბილისის გარდა ახლა უკვე ქვემო ქართლის, იმერეთის, აჭარის, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისებიდან მუშაობენ. გუნდის ახალ წევრებთან ერთად განვიხილეთ არსებული სამუშაო გარემო-პირობები და შესაძლებლობები და დავისახეთ სამომავლო გეგმები.
შეხვედრები გაიმართა პროგრამა “ქალთა ინიციატივა უსაფრთხოებისა და თანასწორობისთვის” (WISE) მხარდაჭერით, რომელიც საქართველოში მერსი ქორფსის წარმომადგენლობისა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლობით ხორციელდება.
“საფარი” გაზრდილი გუნდითა და შემართებით აგრძელებს მუშაობას იმ ღირებულებებისთვის, რომელთა განსამტკიცებლად უკვე 22 წელზე მეტია იბრძვის.