პროექტის აღწერა:
პროექტის მიზანია გამოავლინოს და გააანალიზოს გენდერული დეზინფორმაციის გავლენა საჯარო ცხოვრებაში აქტიურ ქალებზე, აგრეთვე გაზარდოს საზოგადოებრივი ცნობიერება ამ პრობლემის მიმართ.
პროექტი ასევე ისახავს მიზნად ქალების გაძლიერებას, რათა მათ შეძლონ აქტიურად ჩაერთონ დემოკრატიული განვითარების პროცესებში და იბრძოლონ გენდერული თანასწორობისთვის, როგორც საკუთარი ხმით, ისე საზოგადოებრივი ინიციატივებით.
პარტნიორი/დონორი: ZINC/Artemis MN014
პროექტის ხანგრძლივობა: 1.04.2024 — 28.02.2025
პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 19,900 ფუნტი.
პროექტის აქტივობები: გენდერული დეზინფორმაციის კვლევა და საჯარო სივრცეში აქტიური ქალების გამოცდილების პოპულარიზაცია.
- კვლევა – გენდერული დეზინფორმაცია პოლიტიკოსი ქალების წინააღმდეგ
- სტატია – როგორ იყენებენ გენდერულ დეზინფორმაციას ქალების გასაჩუმებლად
- ქვიზი – შეგიძლია თუ არა გენდერული დეზინფორმაციის ამოცნობა?
- ვიდეო – რა არის გენდერული დეზინფორმაცია?
- ვიდეო – გენდერული დეზინფორმაციის შესახებ საუბრობენ პოლიტიკოსი ქალები
- ვიდეო – გენდერული დეზინფორმაციის შესახებ საუბრობენ ჟურნალისტი ქალები
- პოსტერები მეტროში – ამოიცანი გენდერული დეზინფორმაცია