თანასწორობის პოლიტიკა

გენდერული თანასწორობა – არჩევნების სატელევიზიო გაშუქების მონიტორინგის შედეგები გამოქვეყნდა

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გენდერული კუთხით ჩატარებული სატელევიზიო მონიტორინგის შედეგები გამოქვეყნდა.

მონიტორინგის შედეგების განხილვა 2017 წლის 15 ნოემბერს გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„როგორც პოლიტიკას, ისევე მედია გაშუქებას საქართველოში  მეტი ქალთა წარმომადგენლობა ესაჭიროება. წინასაარჩევნო სატელევიზიო მონიტორინგის შედეგების მიხედვით, კაცი პოლიტიკოსებისთვის დათმობილი საეთერო დრო ათჯერ აღემატება ქალი პოლიტიკოსების ეკრანზე გამოჩენის დროს. ამ დროს ქალების ქართული მოსახელობის 52% შეადგენენ. ჩვენი წინანდადებაა უფრო ხშირად მიმართოთ კამერები ქალებზე და მივცეთ მათ მეტი ხმა, ამით მთელი საზოგადოება ისარგებლებს“ – განაცხადა შომბი შარპმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში.

არჩევნების ეს სატელევიზიო მონიტორინგი განხორციელდა გენდერული თანასწორობისათვის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც შვედეთის მთავრობის დაფინანსებით გაეროს სააგენტოები ახორციელებენ. მონიტორინგი ჩაატარა ქართულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „CRRC საქართველო“ 2017 წლის 11 სექტემბრიდან 12 ნოემბრამდე პერიოდში.

გენდერული მონიტორინგის დაკვირვების ქვეშ ხუთი ეროვნული და სამი რეგიონული ტელევიზია აღმოჩნდა: 1-ელი არხი (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი), რუსთავი-2, იმედი, მაესტრო, აჭარა, თრიალეთი, გურჯაანი, ოდიში. მონიტორინგის ანგარიშებში შევიდა პრაიმთაიმ ახალი ამბებისა და პოლიტიკური ტოქშოუების ანალიზი.

კვლევის რაოდენობრივი ნაწილი დაეყრდნო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მოწოდებულ მედიამონიტორინგის მონაცემებს, რომელთა შეგროვება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით მიმდინარეობდა. თვისებრივ ნაწილში შევიდა ინფორმაცია ქალი რესპონდენტებისათვის გამოყოფილი საეთერო დროის, ახალი ამბების თემებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქების შესახებ.

არჩევნების გენდერული მონიტორინგის ანგარიში ვებ-გვერდზე: http://mediamonitor.ge/index.php?m=9&cat=87

წყარო: ge.undp.org