ხვალ, 7 ოქტომბერს, “საფარი” წარმოგიდგენთ კონფერენციას “თაობათშორისი დიალოგი ფემინისტურ წარმატებასა და წარუმატებლობაზე”, რომელიც სივრცეს უთმობს სხვადასხვა თაობის ფემინისტებისა და აქტივისტებს გამოცდილებების გაზიარებისთვის, დიალოგისა და ახალი გამოწვევების მიღებისათვის.
კონფერენციაზე საუბარი იქნება საქართველოში ფემინისტურ წარმატებასა და მარცხზე, სხვადასხვა თაობის ფემინისტი აქტივისტები ერთობლივად გააანალიზებენ განვლილ გზას და განსაზღვრავენ სამომავლო ბრძოლების სტრატეგიას.
კონფერენცია ხორციელდება “ქალთა ფონდი საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით.
გთავაზობთ კონფერენციის დღის წესრიგს:
12:00 – 12:10 – კონფერენციის გახსნა, მისალმება
12:10- 13:00 – პანელი – ქალთა მიმართ ძალადობა
მოდერატორი – ლიკა ნადარაია
ანა არგანაშვილი – ძალადობის წინააღმდეგ კანონმდებლობის და აღსრულების პრობლემები;
ნინო იაკობიძე – ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილი სერვისები და მათზე ხელმისაწვდომობა;
ფატიმა რომანოვა – ძალადობა ტრანსგენდერი ქალების მიმართ.
13:00 – 13:30 – დისკუსია, კითხვა-პასუხი
13:30 – 13:50 – ყავის შესვენება
13:50- 14:50 – პანელი – ცნობიერების ამაღლება და ფემინისტური მობილიზაცია
მოდერატორი – ნანა ფანცულაია
ნინო გამისონია – როგორ იწყებოდა ახალი თაობის ფემინისტური აქტივიზმი“ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის” მაგალითზე;
ბაია პატარაია – ჯგუფი “ქალთა მოძრაობის” წარმატებები და გამოწვევები;
ნათია ქარჩილაძე – მშრომელი ქალების მობილიზაციის პერსპექტივები;
იდა ბახტურიძე – პლატფორმა “ქალები საქართველოდან” ცნობიერების ამაღლების და ფემინისტური მობილიზაციის გამოწვევები.
14:50 – 15:30 – დისკუსია, კითხვა-პასუხი
15:30- 16:15 – ლანჩი
16:15- 17:30 – პანელი – ქალთა გაძლიერება
მოდერატორი – ნინო ლეჟავა
მარინა თაბუკაშვილი – სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება;
გვანცა ხონელიძე – როგორ უნდა მოხდეს ქალების სოციალური გაძლიერება;
სოფია კილასონია – ქალთა კულტურული გაძლიერება;
რუსუდან გოცირიძე – რელიგიის როლი ქალთა გაძლიერებაში;
ნუკრი ტაბიძე- ახალი თაობის ძველი გამოწვევები.
17:30 – 18:00 – დისკუსია – კითხვა -პასუხი
18:00 – კონფერენციის დახურვა.
კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ჭავჭავაძის 32, ილიაუნის წიგნის სახლი “ლიგამუსი”
პოსტერის ავტორი: ანუკა ბელუგა