11 ოქტომბერი გოგონების საერთაშორისო დღეა, რომელიც საფარმა საქართველოში უკვე მეორედ აღნიშნა.
ეს თარიღი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სხვადასხვა პრობლემებისა და ურთულესი გამოწვევების წინაშე მდგომ გოგოებს მიუძღვნა. 2012 წელს გოგოების დღე პირველად აღინიშნა და გაეროს გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად, ის ნაადრევ ქორწინებას, გოგონების განათლებისთვის ნოვატორულ მიდგომას და სხვადასხვა პრობლემურ საკითხებს უკავშირდება.
საფარმა, გოგოების დღის აღსანიშნავად მთელი საქართველოდან 12-25 წლის 100-მდე გოგონა გააერთიანა. ღონისძიების “ციფრული თაობა, ჩვენი თაობა” ფარგლებში ისინი მწერალ და ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ქალებს შეხვდნენ, სხვადასხვა დისკუსიასა და აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა და ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.
ღონისძიების ფარგლებში, რამდენიმე მონაწილეს BTU-ს კოდინგის სკოლამ ციფრული ტექნოლოგიების სასწავლო კურსის სტიპენდია გადასცა.
ღონისძიება სოკარის, BTU-ს, აჭარა ჯგუფის, სტამბა ვექტორისა და გლობალ კომპაქტის მხარდაჭერით ჩატარდა.