ჩრდილოეთ კავკასიელი მუსლიმების საკოორდინაციო ცენტრის წარმომადგენელმა ისმაილ ბერდიევმა (Исмаил Бердиев) განაცხადა, რომ ქალებისთვის გენიტალიების დასახჩრების პრაქტიკა „წმინდა დაღესტნური ადათია“. ბერდიევი რუსეთის პრეზიდენტთან არსებული რელიგიური გაერთიანებების საბჭოს წევრია, ხალხთა მეგობრობისა და საპატიო ორდენების კავალერი, რომლითაც იგი თავად პუტინმა დააჯილდოვა.
მისი თქმით, ქალებისთვის გენიტალიების დასახჩრების პრაქტიკა სრულიად არ ეწინააღმდეგება ისლამის დოგმებს. „რამდენადაც ვიცი, ეს ქალური დაუცხრომლობის მოსარჯულებლად კეთდება, ჯანმრთელობას არანაირად არ ვნებს“, – აცხადებს იგი.
რამდენიმე ხნით ადრე, უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „სამართლებრივი ინიციატივა“ დაღესტნის რესპუბლიკის ზოგიერთ მაღალმთიან რაიონში წინადაცვეთის პრაქტიკის არსებობასთან დაკავშირებით მოხსენება მოამზადა. მისი ავტორები ამბობენ, რომ შორეულ დასახლებებში მცხოვრებ ოჯახებში წინადაცვეთას სამი, ზოგჯერ კი თორმეტ წლამდე ასაკის გოგონები ექვემდებარებიან.
ფონდის მიერ გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გოგონებისთვის ქალებისთვის გენიტალიების დასახჩრების რიტუალს რელიგიური აღთქმის ნაწილად მიიჩნევს, რომელიც ადამიანს „ცოდვისგან“ იცავს. მსგავსი ოპერაცია, „სუნატი“, თითქმის აუცილებელია.
გამოკითხული სასულიერო პირებიდან მსგავს ოპერაციებს ბევრი იმამი უჭერს მხარს, რომელთა შორის მაჰაჭყალის ცენტრალური მეჩეთის იმამიც. მისი თქმით, ეს რიტუალი გოგონას სრულწლოვანების მიღწევამდე უნდა ჩაუტარდეს.
ქალებისთვის გენიტალიების დასახჩრების რიტუალი გოგონაში მგრძნობელობის აღმოფხვრისა და პატრიარქალურ ოჯახში ცოლის როლისთვის „შესამზადებლად“ გამოიყენება. შესაძლოა იგი კლიტორის გაჭრას და სისხლის გამოშვებას, კლიტორის ნაწილის ან მისი სრული ამოკვეთას გულისხმობდეს. ოპერაციები შინაურ პირობებში, სტერილობის დაუცველად ტარდება.
გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 200 მილიონი ქალი და გოგო დაქვემდებარებია გენიტალიების დამასახიჩრებელ ოპერაციებს. როგორც მინიმუმ, ყოველწლიურად კიდევ სამ მილიონს ემუქრება ამ პრაქტიკის რისკი.
ქალის გენიტალიების დასახიჩრების ჩვეულება ყველაზე მეტად აფრიკაშია გავრცელებული. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა ქალის წინადაცვეთის რიტუალის წინააღმდეგ გაილაშქრა და ამ დამასახიჩრებელი ოპერაციების აღმოფხვრისკენ მოუწოდა.