"საფარის" აქტივობები / სექსუალობა

დედობის და მშობლობის დაცვა – “საფარის” მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტის განხილვა

????????????????????????????????????

როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით ნაკისრ ვალდებულებებს?  რომელი სფეროებია პრობლემური? ძირითადი  პროცედურებია დარჩენილია 2017 წლამდე?

საუბარია რამდენიმე ძირითად სფეროზე და შეფასებულია საქართველოს მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები. მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა და განათლება – ის ძირითადი მიმართულებებია, რაზეც მესამე სექტორმა დღეს გამართულ განხილვაზე ყურადღება გაამახვილა.

კავშირმა “საფარმა” ყურადღება ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების და მშობლების უფლებათა დაცვაზე გაამახვილა ყურადღება. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ბაია პატარაიას თქმით, ეს საკითხი საქართველოში ყველაზე მეტად იგნორირებულია და არ შეესაბამება ასოცირების ხელშეკრულების სტანდარტებს.

“საფარის” დასახელებული პოლიტიკის დოკუმენტის სრული ვერსიის (ქართულად) ხილვა შეგიძლიათ აქ, ინგლისური ვერსიისა კი – აქ.