პროექტის აღწერა: საფარი ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ქართულ-აზერბაიჯანულენოვანი მედია პლატფორმა „Pəncərə / ფანჯარა“-ს მეშვეობით, რათა მიაწვდინოს ხმა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდებს და ჩართოს ისინი გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებების შესახებ საზოგადოებრივ დიალოგში.
პარტნიორი/დონორი: UNFPA
პროექტის ხანგრძლივობა: 01.03.2024-31.12.2024
პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 11,740 აშშ დოლარი.
პროექტის აქტივობები: პროექტის ფარგლებში საფარმა ახალგაზრდებისთვის ჩაატარა ტრენინგები ადამიანის უფლებების შესახებ, კონტენტის შექმნისა და გავრცელების, და ადრეული ქორწინების შესახებ. პროექტის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო ვიდეოები და ტექსტური მასალა სხვადასხვა თემაზე, რომელიც განთავსებულია ორენოვან პლატფორმაზე – ფანჯარა.