სექსუალობა

ეშლი გრემის ახალი წელი

28 წლის სუპერმოდელი ეშლი გრემი plus-size კატეგორიის სამოდელო ბიზნესის ერთ-ერთი ცნობილი სახეა. მასთან კონტრაქტებს ყველაზე გავლენიანი ბრენდები აფორმებენ, იგი გლამურული ჟურნალების სასურველი სტუმარია. ეშლი თანამედროვე ბოდიპოზიტივის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. მისი ამოცანაა, მუდმივად შეახსენოს ადამიანებს, რომ სხეულის სილამაზის სტანდარტები არ არსებობს.

ეშლიმ, ახალი წელი ქმრის დაბადების დღესთან ერთად აღნიშნა. Instagram-ზე განთავსებულ საკუთარ ფოტოს უკანა ხედით მან შემდეგი კომენტარი გაუკეთა: „2017-ში სითამამით, მღელვარებითა და თავდაჯერებით ვაბიჯებ. მადლობა ყველა ადამიანს, ვინც გასულ წელს ჩემი მიზნებისა და სურვილების განხორციელებაში დამეხმარა. დიდი ოცნებები აგიხდებათ… ახალ წელს გილოცავთ!“.

ეშლის მილოცვა თაყვანისმცემლებმა დიდი სიხარულით მიიღეს. „იყავით მუდამ თავდაჯერებული!“, „თქვენ ჩემი გმირი ხართ! საკუთარ თავში რწმენა თქვენი წყალობით განმიმტკიცდა! ბედნიერად იყავით!“, – ვკითხულობთ კომენტარებში.

https://www.youtube.com/watch?v=9CDNiVAD4_A

ბოდიპოზიტივის საქმეში, ეშლი მართლაც ბევრი მოვლენის პიონერია. იგი პლუს საიზის პირველი მოდელი იყო, რომლის ფოტოებიც Maxim-ის ყდასა და Sports Illustrated Swimsuit Issue-ში გამოჩნდა. მან ბრიტანულ Vogue-შიც გადატრიალება მოახდინა.

გარდა იმისა, რომ ეშლი გრემს საკუთარი ბარბი ჰყავს, მან საახალწლო ვიდეორგოლშიც მიიღო მონაწილეობა, სახელწოდებით Who Framed Ashley Graham?

America’s Next Top Model-ის შოუში, ახლახან ეშლიმ გაიხადა, რათა კონკურსანტებისთვის სტიმული მიეცა. „მე ფუშფუშა ფორმები და ცელულიტი მაქვს. მე საკუთარ გარეგნობაში ყველაფერი როდი მომწონს, მაგრამ არ მიყვარს, როდესაც ადამიანები მეუბნებიან, რომ საკუთარი თავი არ უნდა მომწონდეს. ნებისმიერ თქვენთაგანს, რომელიც თავს უხერხულად გრძნობს, უნდა ახსოვდეს, რომ ამ წუთას თქვენ წინაშე გავიხადე. მუდამ თავდაჯერებულნი იყავით!“, – დასძინა სუპერმოდელმა.