"საფარის" აქტივობები

ვაკანსია იურისტის პოზიციაზე

„საფარი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ანაზღაურება გადასახადების ჩათვლით: 700 ევროს ექვივალენტი ლარში.

ძირითადი ფუნქციები:

  • კონსულტაციის გაწევა და აღრიცხვა;
  • საქმის წარმოება;
  • სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
  • წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაცულ ორგანოში;
  • მედიასთან კომუნიკაცია კომპეტენციის ფარგლებში;
  • საფარის სახელით სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობა.

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • ადვოკატის მოწმობა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით ( უპირატესობა მიენიჭება საერთო სპეციალიზაციის მქონე კანდიდატს);
  • იურისტად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
  • ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
  • შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, საჯარო გამოსვლებისა და მედიასთან ურთიერთობის უნარი;
  • მსხვერპლებთან ურთიერთობის ცოდნა და ემპათიურობა;
  • უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის თავისუფლად მცოდნე კანდიდატებს;
  • უპირატესობა მიენიჭება ქალთა მიმართ ძალადობაზე და ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
  • უპირატესობა მიენიჭება მართვის მოწმობის მქონდე კანდიდატს.

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infosapari@gmail.com

  • CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  • სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • ადვოკატის მოწმობის ასლი (სისხლის ან საერთო სპეციალიზაციით).

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის  14 მარტი.

არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.