კავშირი “საფარი” აცხადებს ვაკანსიას ადამიანური კაპიტალის მენეჯერის პოზიციაზე
შეგახსენებთ, რომ “საფარი” ფემინისტური ორგანიზაციაა, რომელიც სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს ძალადობის მსხვერპლ ქალებს, მუშაობს ქალთა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ გაძლიერებაზე და ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.
ჩვენს გუნდთან თანამშრომლობა მხოლოდ ერთი კონკრეტული საქმის შესრულებას კი არ გულისხმობს, არამედ – ყველა იმ პროცესში მონაწილეობას, რომელშიც ორგანიზაციაა ჩაბმული. “საფარის” მუშაობა თანამშრომლების, ბენეფიციარებისა და ჩვენი აუდიტორიის ურთიერთგაძლიერებაზეა დაფუძნებული.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აკაკი გახოკიძის 11ა;
სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი.
ანაზღაურება: დარიცხული 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
მოვალეობები:
** ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის კონცეფციის ჩამოყალიბება, ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით;
** შიდა რესურსების ორგანიზაციის და გამოცდილების გაზიარების, შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების უზრუნველყოფა, ადგილზე სწავლების, შიდა ტრეინინგების, ინსტრუქტაჟების გამოყენებაზე რეკომენდაციების მომზადება და ორგანიზება;
** Onboarding – ახალი თანამშრომლის ინტერგირება ახალ სამუშაო გარემოსთან;
** ქოუჩინგი – ზრუნვა თანამშრომელთა უნარებისა და შედეგების გასაუმჯობესებლად;
** Wellbeing – ზრუნვა თანამშრომელთა კეთილდღეობასა და ბედნიერების რესურსებზე;
** შესაბამისი პროცედურების ჩატარება კომპანიის თანამშრომელთა დასანიშნად;
** თანამშრომლების შეფასების, მოტივაციის, შრომის ანაზღაურების სისტემის ადეკვატურობის პერიოდული ანალიზი და წინადადებების შემუშავება საჭირო ცვლილებებზე, მოსაზრებების წარდგენა ორგანიზაციის ხელმძღვანელობისთვის;
** ორგანიზაციაში კადრების შესარჩევი კონკურსისა და სტაჟირების ორგანიზება;
** ორგანიზაციის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
** ორგანიზაციის თანამშრომელთა სამუშაო დროის გამოყენების აღრიცხვის ელექტრონული ტაბელის წარმოება და კონტროლი;
** რელევანტური რესურსების მოზიდვისთვის სარეზერვო ბაზების ადმინისტრირება;
** მონაცემთა ბაზის განახლება, განახლებული მონაცემების ასახვა rs.ge-ს პორტალზე;
** სახელფასო დაანგარიშების წარმოება, PAYROLL ორგანიზაციული სტრუქტურისა და კულტურის ჩამოყალიბება;
** სამსახურეობრივი გადაადგილების (გადაყვანის), წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების თაობაზე პროცედურების წარმართვა;
** თანამშრომელთა გათავისუფლებისა და შვებულების აქტების გაფორმება;
** შრომის ანაზღაურების, ცალკეულ თანამშრომელთა უფლებამოსილების და სხვათა შესახებ სამართლებრივი ხასიათის აქტების პროექტების მომზადება და აღნიშნული აქტებიდან ამონაწერის მომზადება/დამოწმება;
** ორგანიზაციის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, მათ შორის – ყველა ადმინისტრაციული საკითხის წარმოება.
სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:
** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სხვა აუცილებელი უნარები:
** ანალიტიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზების და მართვის უნარი;
** ზოგადი სტრატეგიული ხედვის და დაგეგმვის უნარი;
** გენდერულად მგრძნობიარე ხედვები.
ქვემოთ მოცემული დოკუმენტები დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infosapari@gmail.com
- CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
- სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
- ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 9 ოქტომბერი.
არასრულად შემოტანილი დოკუმენტები არ განიხილება.