"საფარის" აქტივობები / სიახლეები

ვაკანსია იურისტის პოზიციაზე (ქუთაისი)

„საფარი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე ქუთაისში.

სამუშაო განაკვეთი: სრული – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ანაზღაურება: 600 ევროს ეკვივალენტი ლარში (გადასახადების ჩათვლით).

ძირითადი ფუნქციები:

  • ბენეფიციარების პირველადი კონსულტაცია (სატელეფონო, სოციალურიქსელით, Safe You-ს აპლიკაციის მეშვეობით, ადგილზე);
  • ბენეფიციარების წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოში: საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილოების მიღება; სამართლებრივი დოკუმენტების  მომზადება; მტკიცებულებების მოპოვება; გამოძიების წარმართვაში და სასამართლო განხილვაში მონაწილეობა; საქმიდან გამომდინარე პრობლემის (საკანონმდებლო პრაქტიკა, ეთიკური ასპექტები) იდენტიფიცირება დაგაზიარება ხელმძღვანელისთვის; მოსაზრებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და გაზიარება უშუალო ხელმძღვანელებისთვის;
  • საფარის სახელით შეხვედრებში, კონფერენციებში, სხვადასხვა ღონისძიებაში ჩართულობა;
  • საჭიროებისამებრ, ონლაინ, ბეჭდურ და/ან სატელევიზიო მედიასთან კომუნიკაცია;
  • „საფარის“ სახელით მონაწილეობის მიღება სახელმწიფოს უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა აქტორებთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში;
  • გაწეული სამუშაოს აღრიცხვა ელექტრონულ პროგრამაში;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია იურისტის საქმიანობასთან;
  • საგამოძიებო ორგანოებთან წარმომადგენლობა.

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • დამატებითი კვალიფიკაცია არასრუწლოვანთა მართლმსაჯულებაში (სისხლი) და ბავშვთა უფლებებში (სამოქალაქო);
  • ადვოკატის მოწმობა საერთო სამართლის სპეციალიზაციით;
  • იურისტად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის მცოდნე კანდიდატებს;
  • უპირატესობა მიენიჭება მოწყვლად ჯგუფებთან (ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები, ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი ქალები, გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობის მსხვერპლი ქალები და ა.შ.) მუშაობის გამოცდილების მქონე კადრებს;
  • გენდერული მგრძნობელობა;
  • ინდივიდუალური კონსულტაციის გაწევის უნარი;
  • ემპათიურობა;
  • თვითკონტროლი და ემოციის მართვის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • სასურველია მართვის მოწმობის ქონა.

პროგრამული უნარ-ჩვევები:

  • MS Word
  • MS Excel

ღირებულებები:

  • ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
  • შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, საჯარო გამოსვლებისა და მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება (უნარი);
  • ემპათიურობა – ძალადობის მსხვერპლ პირებთან ურთიერთობის გამოცდილება ან/და ძირითადი პრინციპების ცოდნა.

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@sapari.ge

  • CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • ადვოკატის მოწმობის ასლი (საერთო სპეციალიზაციით).

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 20 მარტი. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ „ქუთაისის იურისტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.