“საფარი” აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის გუნდის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: არასრული.
ადგილმდებარეობა: ვირსალაძის 8.
ანაზღაურება: 750$ (ექვივალენტი ლარში) გადასახადების ჩათვლით.
ძირითადი მოვალეობები:
** გუნდის წევრებზე ამოცანების განაწილება;
** გუნდის წევრების შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ზედამხედველობა;
** საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება გუნდის წევრებთან ერთად;
** ქოფირაითინგი (სოცმედიისთვის და ვებგვერდებისთვის კონტექნტის შექმნა).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფილოლოგიის, მარკეტინგის ან სხვა მიმართულებით;
** ინგლისური ენის საშუალო ან მაღალ დონეზე ცოდნა;
** მარკეტინგული არხების, ინსტრუმენტებისა და ტრენდების ცოდნა;
** სასურველია მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ქოფირაითინგის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
** გუნდის მართვის უნარები;
** ლიდერობა;
** გამართული ქართულით წერა;
** კრეატიულობა;
** დეტალებზე ორიენტაცია;
** პროდუქტიულობა, შედეგზე ორიენტირებულობა.
ჩვენი ღირებულებებია:
** ძალადობასა და დისკრიმინაციასთან, ბრძოლა;
** ადამიანის უფლებების აღიარება;
** სამართლიანი გარემოს შექმნა და საზოგადოების ყველა წევრისთვის შესაძლებლობებზე თანაბარი წვდომის მიცემა;
** გენდერულად მგრძნობიარე ხედვები და დამოკიდებულებები;
** თანასწორობისა და სოლიდარობის მნიშვნელობის აღიარება.
გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: infosapari@gmail.com 2023 წლის 04 თებერვლის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება “მარკეტინგის ჯგუფის მენეჯერი”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში.
წარმატებას გისურვებთ!