"საფარის" აქტივობები / სიახლეები

ვაკანსია სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე

sapari

საფარიაცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში;

სამუშაო განაკვეთი: ნახევარი;

ანაზღაურება: შეთანხმებით;

 ძირითადი ფუნქციები:

  • სოციალური მედიის მართვა;
  • სოციალური მედია პლატფორმების შესწავლა, ანალიზი და სოციალური მედიის საკომუნიკაციო სტრატეგიის დასახვაში ჩართულობა;
  • სოციალური მედიის აუდიტორიის შესწავლა, ზრდა და ჩართულობის უზრუნველყოფა ორგანიზაციის კომუნიკაციის სტრატეგიასთან შესაბამისობაში;
  • სოციალური მედიის პლატფორმებზე კონტენტის შექმნა და განთავსება;
  • გუნდის მართვა;
  • ციფრული არხების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი.

 სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

  • უმაღლესი განათლება კომუნიკაციის, მედიის, სოციალური მეცნიერებების სფეროში;
  • მსგავს პოზიციაზე, ან მედიის და კომუნიკაციის სფეროში მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება;
  • Facebook გვერდის ადმინისტრირება – რეკლამის და სხვა ინსტრუმენტების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.
  • ინოვატორული მიდგომები;
  • სამუშაო პროცესის დამოუკიდებელი დაგეგმვა და ორგანიზება;
  • პრობლემის გადაჭრა და კრიზისის მართვა;
  • მენეჯერული უნარები;

ღირებულებები:

  • ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
  • შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ადრეულად გამოაგზავნიან რეზიუმეს.

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@sapari.ge

  • CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2023  წლის 25 მარტი. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ „სოციალური მედიის მენეჯერი“წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.