“საფარი” აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის, შეფასებისა და სწავლების ოფიცერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: არასრული;
ადგილმდებარეობა: თბილისი;
ანაზღაურება: 500$ (ექვივალენტი ლარში) გადასახადების ჩათვლით);
MEL ოფიცრის მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
საფარის პროექტის მენეჯერის საერთო ხელმძღვანელობით, MEL ოფიცერი მჭიდროდ ითანამშრომლებს პროექტის გუნდებთან თბილისსა და ახალციხეში, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან და შეასრულებს შემდეგ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს:
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროექტში საფარის აქტივობების მონიტორინგისა და შეფასების (M&E) გეგმის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის აქტივობების ეფექტურობის და პოზიტიური შედეგების მიღწევას.
- პროექტის მონიტორინგის ინსტრუმენტების შემუშავება/განახლება, მათ შორის სხვადასხვა შეფასების ფორმები, კითხვარები, საკონტროლო სიები და ა.შ.
- რეგულარული საველე ვიზიტები პროექტის განხორციელების არეალებზე და მონიტორინგის ანგარიშები წარდგენა პროგრესის შესახებ.
- საფარის მიერ საპროექტო აქტივობების საერთო პროგრესის მონიტორინგი და დაკვირვება;
- Პროექტის შედეგების ჩარჩოსთან მიმართებაში საფარის აქტივობების და შესრულებული სამუშაოს შეფასება თვისებრივ და რაოდენობრივ ინდიკატორებზე დაყრდნობით.
- Საფარის M&E გეგმისა და აქტივობების კოორდინაცია დონორთან;
- Პროექტის აქტივობების რეგულარულ მიმოხილვაში და დაგეგმვის სემინარებში მონაწილეობა.
- ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
- პარტიორი ორგანიზაციის მოთხოვნისამებრ, პროექტის ნებისმიერ გარე შეფასებაში დახმარება.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
განათლება და გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება შეფასების ყველა ასპექტში: საწყისი დიზაინი, საველე ტესტი, შეფასების შედეგების განხორციელება, ანალიზი, კომუნიკაცია და საბოლოო გამოყენება.
- ქალთა უფლებების, გენდერული სფეროს განვითარების კონტექსტის კარგად გააზრება.
- თანასწორობა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკა და საკანონმდებლო კონტექსტის ცოდნა.
- მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების მომზადების გამოცდილება.
- ინგლისური და ქართული ენების თავისუფლად ფლობა.
ჩვენი ღირებულებებია:
- ძალადობასა და დისკრიმინაციასთან, ბრძოლა;
- ადამიანის უფლებების პატივისცემა;
- გენდერულად მგრძნობიარე ხედვები და დამოკიდებულებები;
- თანასწორობისა და სოლიდარობის მნიშვნელობის აღიარება.
თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: infosapari@gmail.com, 2022 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით.
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება;