არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ აცხადებს იურისტის ვაკანსიას თელავში. სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ანაზღაურება გადასახადების ჩათვლით: 1800 ლარი.
ძირითადი ფუნქციები:
– კონსულტაციის გაწევა და აღრიცხვა:
– საქმის წარმოება:
– სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება,
– წარმომადგენლობა და ურთიერთობა სასამართლოში და ადმინისტრაცულ ორგანოში;
– მედიასთან კომუნიკაცია კომპეტენციის ფარგლებში;
– საფარის სახელით სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობა.
სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:
– უმაღლესი იურიდიული განათლება;
– ადვოკატის მოწმობა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით ( უპირატესობა მიენიჭება საერთო სპეციალიზაციის მქონე კანდიდატს);
– იურისტად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
– ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
– შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
– კომუნიკაბელურობა, საჯარო გამოსვლებისა და მედიასთან ურთიერთობის უნარი;
– მსხვერპლებთან ურთიერთობის ცოდნა და ემპათიურობა;
– უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის თავისუფლად მცოდნე კანდიდატებს;
– უპირატესობა მიენიჭება ქალთა მიმართ ძალადობაზე და ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
– უპირატესობა მიენიჭება მართვის მოწმობის მქონდე კანდიდატს.
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infosapari@gmail.com
- CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
- სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
- ადვოკატის მოწმობის ასლი (სისხლის ან საერთო სპეციალიზაციით).
განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 22 აპრილი.
არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.