თანასწორობის პოლიტიკა

თურქეთმა სტამბოლის კონვენცია დატოვა

დღეს ცნობილი გახდა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ქვეყანა იმ საერთაშორისო შეთანხმებიდან გაიყვანა, რომელიც “სტამბოლის კონვენციის” სახელითაა ცნობილი (ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია). როიტერი იუწყება, რომ ერდოღანმა ეს ნაბიჯი იმ პირობებში გადადგა, როცა ქვეყანაში ოჯახში ძალადობის ტენდენცია მზარდია და საერთაშორისო თანამეგობრობა ერთხმად მოუწოდებდა თურქეთს, არ გადაეგდა ეს ნაბიჯი.

მთავარი მიზანი ევროსაბჭოს შეთანხმებისა, რომელიც 2011 წელს სტამბოლში იქნა მიღებული, ხელმომწერ ქვეყნებს ავალდებულებს, ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებაა. თურქეთმა ამ შეთანხმებას ხელი 2011-შივე მოაწერა, და აქ გასულ წელს ქალთა მკვლელობების გახშირებული ტენდენცია დაფიქსირდა.

კონვენციიდან გასვლის არანაირი დასაბუთებული არგუმენტი არ იქნა წარმოდგენილი, თუმცა მმართველი ძალის – ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის წარმომადგენლებმა შარშან განაცხადეს, რომ ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის მზარდი ტენდენციის მოგვარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა თვალსაზრისი არსებობს და რომ თურქეთი კონვენციის დატოვებას აპირებდა.

“ქალთა უფლებების გარანტია ჩვენი მოქმედი კანონმდებლობაა, პირველ რიგში – ჩვენი კონსტიტუცია. ამიტომ, არაფერი ზედმეტი საჭირო არაა”, – განაცხადა ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა ზეჰრა ზუმრუტმა.

თურქეთში არსებული რეაქციული ძალები ფიქრობენ, რომ სტამბოლის კონვენცია ტრადიციული ოჯახის სტრუქტურას ემუქრება. თუმცა, უფლებადამცველები ფიქრობენ რომ ეს ნაბიჯი თურქეთს კიდევ მეტად დააშორებს ევროკავშირის ღირებულებებს, რომლის წევრობაზეც ქვეყანას პრეტენზია გააჩნია.

თურქეთი პირველი ქვეყანაა, რომელის სტამბოლის კონვენციაზე უარი განაცხადა. მას არ გააჩნია ფემიციდის ოფიციალური სტატისტიკა, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები აასტურებს, რომ ქვეყანაში ქალთა 38% პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლია.

reuters.com