სტატიები

იაპონია „შენელებული მოქმედების დემოგრაფიული ბომბის“ წინაშე

იაპონიაში მიმდინარეობს პროცესი, რომელსაც ეკონომისტები „შენელებული მოქმედების დემოგრაფიულ ბომბს“ უწოდებენ.

დაბალი შობადობისა და დაბალი სამომხმარებლო ხარჯების გამო, ქვეყნის ეკონომიკა ბოლო 25 წლის მანძილზე თანდათანობით უკუსვლით მიდის.

ამჟამად, იაპონიაში 100 წელს გადაცილებული 68 000-ამდე ადამიანი ცხოვრობს (მოსახლეობის საერთო რაოდენობა – 127 მილიონი). საზოგადოების მხცოვანი წევრების რიცხოვნების მხრივ, ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია – 100 000 ადამიანზე 4,8. შედარებისთვის, აშშ-ში იგივე მაჩვენებლის თანახმად, შეფარდება 100 000-ზე 2,2-ია.

2011 წლიდან, იაპონიაში უფროსებისთვის განკუთვნილი საფენების გაყიდვა საბავშვო საფენების გაყიდვას უსწრებს.

ტენდენცია გვიჩვენებს, რამდენად დიდია იაპონიაში მხცოვანი ადამიანების რიცხვი: 65 წელზე უფროსი ადამიანების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა ასაკობრივი კატეგორიისა. 127,11 მილიონი მოსახლიდან, დაახლოებით 26,7% მხცოვანია. ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება. 2016 წელს, ბოლო 117 წლის მანძილზე, ქვეყანაში ყველაზე დაბალი შობადობა აღინიშნა.

როდესაც შარშან მთავრობის ჩინოვნიკებმა შობადობის საერთო სურათის გამოთვლა სცადეს, შედეგად დაახლოებით 20 000 მოკრძალებული მაჩვენებელი მიიღეს, მაშინ, როცა სიკვდილიანობის რიცხოვნება დაახლოებით 1,3 მილიონი ადამიანით შემცირდა.

ubasute – ძველი იაპონური სიტყვაა, რომელიც ითარგმნება, როგორც „ბებიას გადაგდება“. იგი გულისხმობს ახალგაზრდების მიერ ოჯახის მოხუცი წევრების საავადმყოფოებში ან საქველმოქმედო ორგანიზაციებში დატოვებას, იმ მიზეზით, რომ მათზე ზრუნვა აღარ შეუძლიათ. ეს ცნება, იაპონურ ყოველდღიურობაში კვლავ ბრუნდება, თუმცა, ჯერ ფართოდ გავრცელებული არაა.

ასევე, იაპონიაში თვალსაჩინოა კიდევ ერთი ტენდენცია: ციხეები მოხუცთა თავშესაფრადაა ქცეული. ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულების დაახლოებით ერთ მეხუთედს ასაკოვანი ადამიანები სჩადიან. დანაშაულთა უმეტესობა წვრილი ქურდობა და მაღაზიაში ქურდობაა.  

იმის გამო, რომ ასაკოვან ადამიანებში დანაშაულის სტატისტიკა იზრდება, ციხეები ფაქტიურად მოხუცთა თავშესაფრად იქცა. ციხის თანამშრომლები პატიმრებს ჩაცმაშიც კი ეხმარებიან, ექსპერტები კი ამბობენ, რომ ამ უკანასკნელთა ცხოვრების ხარისხი ზედმეტად კარგია საიმისოდ, რომ რეციდივიზმის დონემ დაიწიოს.

როგორც წესი, პატიმრობისგან გათავისუფლების შემდეგ, მათზე უმცროსმა ნათესავებმა უნდა იზრუნონ. მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევაში, ცხოვრების ხარჯი და მარტოობა იმდენად არასასურველია, რომ მხცოვანი ადამიანები ციხეს განიხილავენ, როგორც საუკეთესო ალტერნატივას.

დროთა განმავლობაში, შობადობის დაღმავალი მაჩვენებელი, დამატებითი იმიგრაციის გარეშე, მთელი ქვეყნისთვის ფაქტიურ გაქრობას მოასწავებს. მოკლევადიან პერსპექტივაში, ეს 2100 წლისთვის მოსახლეობის 34%-ის დაკარგვას ნიშნავს.

შენელებული მოქმედების დემოგრაფიული ბომბის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ისაა, რომ ეკონომიკასთან ფეხის აწყობის მიზნით, ახალგაზრდა ადამიანები მეტ დროს უთმობენ სამუშაოს და არა – სოციალიზაციას. მათ ჯერ კიდევ სურთ დაქორწინება, მაგრამ, კომპრომისის სახით, მეგობრებთან ურთიერთობენ. ეს დათქმა თამაშს მიაგავს, რომლის თანახმადაც, „თუ 40 წლის ასაკში ორივე ისევ დაუქორწინებელი ვიქნებით…“, იმის გამოკლებით, რომ მას ადამიანები თავიანთი ცხოვრების ბოლო 20 წლის მანძილზე თამაშობენ.

ქვეყანაში კაროშის (karoshi, სიკვდილი გადაღლილობისგან) შემთხვევებიც იზრდება. ოქტომბრის ანგარიშში, რომელის კაროშის და მის მიზეზებს შეისწავლიდა, აღმოჩნდა, რომ 10 000 გამოკითხულიდან 20%-მა განაცხადა, რომ თვეში 80 საათზე მეტს მუშაობს ზეგანაკვეთურ რეჟიმში. ეს იმას მოწმობს, თუ რა უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან ახალგაზრდები დამატებითი შემოსავლის სასოწარკვეთილ დევნაში. იაპონიის მთავრობა საგანგებო ზომებს იღებს, რათა ადამიანები აუტანელი სამუშაო რეჟიმისგან დაიცვას ან დასვენებისთვის მთელი დღის გამოყენების საშუალება გამონახოს.

წყარო: independent.co.uk