პოლიტიკაshe

ირენ ნატივიდადი: კვოტები გენდერული ბალანსის ერთადერთი გზაა

ირენ ნატივიდადი (Irene Natividad), საგანმანათლებლო-კვლევითი ინსტიტუტის GlobeWomen-ის თავმჯდომარე, ჰილარი კლინტონის ყოფილი მრჩეველია. ირენი ქალთა უფლებების გაფართოების მოთხოვნით კამპანიებს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მართავს. იგი ქალთა გლობალური სამიტის (Global Summit of Women) ორგანიზატორია, რომელიც მიმართულია ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალთა მონაწილეობის გაზრდაზე. სამიტი სიდნეიში ამა წლის 26-28 აპრილს ჩატარდება.

გთავაზობთ ირენ ნატივიდადის მოსაზრებას ქალთა მონაწილეობის გაზრდის აუცილებლობის შესახებ.

მე კვოტების მომხრე გოგო ვარ. ამჟამად, კვოტები 22 ქვეყანაში გამოიყენება (ბიზნესსა და სამეთვალყურეო საბჭოებში ჩართული ქალებისთვის), მაგრამ იგი ყველგან ისეთი ძლიერი არაა, როგორც, მაგალითად, ნორვეგიაში, სადაც მისი გამოუყენებლობა სანქციებით ჯარიმდება.

მაგრამ, ვგრძნობ, რომ მაშინაც კი, თუ ქვეყნებში ქალთა ჩართულობა 30 ან 40%-ს მიაღწევს, მაინც გვეყოლება გამოცდილი ქალი დირექტორები, რომლებიც ადრე არ გვყოლია, რადგან ვერავინ იტყვის, რომ „ასეთი ქალების მოძიება რთულია“. კვოტა აჩენს მოთხოვნას, ანუ შემოთავაზების შესაძლებლობას. როდესაც არსებობს შესაბამისი კანონი, იგი კომპანიებს აიძულებს, ეძიონ ქალები, რომლებიც ყოველთვის იქვე არიან.

არ მაქვს მოთმინება იმ ქალებისთვის, რომლებიც კვოტებს ეწინააღმდეგებიან. მე მათ ვეუბნები: „შეეგუეთ!“. ეს არის უბრალოდ კარი, რომელიც უნდა გავაღოთ. იგი ქმნის აზროვნებას, რომელიც მას შემდეგ აღმოცენდება, რაც ქალების მოქმედება დაიწყება. უბრალოდ, ჩვენ გვსურს ხელისუფლებაში მოსვლა, გადაწყვეტილებების მიღებაზე წვდომა.

სამიტთან ერთად, მსურდა, შემექმნა პლატფორმა, სადაც ქალები თავად მოვიდოდნენ. ჩვენ „ქალების დავოსი“ გვიწოდეს, მაგრამ მე მსურს, რომ ინკლუზიურები ვიყოთ და არა – ექსკლუზიურები. ასევე, მინდა, ვაჩვენო, როგორ უნდა მივაღწიოთ ცვლილებებს კვოტების გარეშე იქ, სადაც ამის საშუალება არაა, რამდენად მნიშვნელოვანია ინსტიტუციური ლიდერობა და როგორ მართავენ ხელმძღვანელი ქალები.

მე მართლაც გადავეცი ჯილდო ავსტრალიურ საფონდო ბირჟას, რადგან მან გენდერული მრავალფეროვნება ლისტინგის მოთხოვნად აქცია. ეს იშვიათობაა. ვერანაირი ბირჟა ვერ გაიმეორებს იმას, რაც ASX-მა გააკეთა.

ქალების ორგანიზებას ყოველთვის მხარს ვუჭერდი. როცა ქალთა ნაციონალური პოლიტიკური ყრილობის ხელმძღვანელად ამირჩიეს, აკადემიურ ცხოვრებაზე უარის თქმამ მომიწია, სადაც თავს დაცულად ვგრძნობდი, და ვაშინგტონში გადავედი. ამან დიდი პლატფორმა მომცა.

ჰილარის კამპანიის ჩატარება ორჯერ მომიხდა. ვოცნებობდი შეერთებული შტატების პირველ ქალ პრეზიდენტზე. მე მას იქიდან მოყოლებული ვიცნობ, რაც არკანზასის პირველი ლედი იყო და ბავშვთა დაცვის ფონდში მუშაობდა. მაშინ ქალთა ნაციონალურ პოლიტიკურ ყრილობას ვხელმძღვანელობდი.

ჰილარი გაცილებით მეტად მომზადებული იყო, ვიდრე პრეზიდენტობის ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც მახსოვს, მაგრამ, აშკარაა, თქვენ ამ თამაშში მიზოგინია დაინახეთ. მან ყველა დებატი მოიგო, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია. ყველაზე მეტად იმაზე დამწყდა გული, რომ თეთრკანიანი, განათლებული, საშუალო ფენის ქალების 52%-ზე მეტმა ტრამპს მისცა ხმა. რატომ ემხრობით კაცს, რომელიც ბოროტად იყენებს ქალებს მაღალკვალიფიციური ქალის წინააღმდეგ?

ეს იმას მახსენებს, რომ ქალებს ქალის ლიდერობის არ სჯერათ, რადგან ან გამოუცდიათ და საეჭვოდ მიაჩნიათ. სხვაგვარად ამის ახსნა არ შემიძლია.

წყარო: afr.com