"საფარის" აქტივობები / სიახლეები

იურისტის ვაკანსია ახალციხეში

Kings

„საფარი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე ახალციხეში.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ანაზღაურება გადასახადების ჩათვლით: 650 დოლარის ეკვივალენტი ლარში.

 

ძირითადი ფუნქციები:

– საჩივრებისა და სარჩელების მომზადება და საქმის წარმოება ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე, რაც, მათ შორის, მოიცავს საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას;

– ბენეფიციარებისთვის ზეპირი და წერილობითი კონსულტაციის გაწევა და საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;

– ,,საფარის’’ სახელით გასვლით შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;

– მონაწილეობის მიღება სახელმწიფოს უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა აქტორებთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრებში, „საფარის“ სახელით;

– პროგრამის დირექტორისა და კოორდინატორის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია იურისტის საქმიანობასთან;

 

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

– ქართული და სომხური ენების სრულყოფილად ცოდნა;

– უმაღლესი იურიდიული განათლება;

– ადვოკატის მოწმობა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით (უპირატესობა მიენიჭება საერთო სპეციალიზაციის მქონე კანდიდატს);

– იურისტად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;

– უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის მცოდნე კანდიდატებს;

– უპირატესობა მიენიჭება ქალთა მიმართ ძალადობაზე და ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

 

ღირებულებები:

– ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;

– შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;

– კომუნიკაბელურობა, საჯარო გამოსვლებისა და მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება (უნარი);

– ემპათიურობა – ძალადობის მსხვერპლ პირებთან ურთიერთობის გამოცდილება ან/და ძირითადი პრინციპების ცოდნა

 

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infosapari@gmail.com

CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე;

სამოტივაციო წერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე;

უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;

ადვოკატის მოწმობის ასლი (სისხლის ან საერთო სპეციალიზაციით).

 

განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 19 დეკემბერი.

არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.