სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, გახოკიძის 11ა
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
ანაზღაურება: 700$ გადასახადების ჩათვლით
მოვალეობები:
- ორგანიზაციის პროგრამული და ადმინისტრაციული ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი;
- ფინანსების და მიმდინარე ხარჯების მართვა;
- საგადასახადო და სააღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;
- ფინანსური ოპერაციების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- მიმდინარე ფინანსური ტრანზაქციების დადგენილი პროცედურების შესაბამისად განხორციელება და მონიტორინგი;
- ფინანსური ანგარიშების (თვიური, კვარტალური, წლიური, საბოლოო) წარმოების უზრუნველყოფა;
- წლიური აუდიტის ორგანიზებაზე პასუხიმგებლობა;
- ზემდგომი პირებისათვის ფონდის საქმიანობის შესახებ სწორი და სრულყოფილი ფინანსური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება.
კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
- ბუღალტრული და ბიზნეს პროგრამების ცოდნა;
- პროფესიით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
- ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
- სასურველია არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება
პროფესიული უნარ–ჩვევები:
- ბიუჯეტირების და ფინანსური მენეჯმენტის უნარი;
- დაგეგმვისა და მართვის უნარი;
- ფინანსური ანგარიშების მომზადების უნარი;
- ფინანსური ტრანზაქციების დაგეგმვის, მართვის და მონიტორინგის უნარი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
- კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
- ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
- პრეზენტაციის უნარი.
განაცხადის შეტანის პროცესი:
აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infosapari@gmail.com
- რეზიუმე (CV)
- სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატი მოკლედ მიუთითებს საკუთარ კვალიფიკაციას და განმარტავს, თუ რატომ არის დაინტერესებული ამ პოზიციით
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 15 ნოემბერი.
არასრულად შემოტანილი დოკუმენტები არ განიხილება. ასევე, გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ “ბუღალტერის ვაკანსია “.