“კოალიცია თანასწორობისთვის” და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ალტერნატიული ანგარიში ევროსაბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფისათვის (GREVIO)
13 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა სტამბოლის კონვენციის შესრულების მონიტორინგის ჩრდილოვანი ანგარიშის წარდგენა.
საქართველომ 2017 წელს მოახდინა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (ე.წ. ‘სტამბოლის კონვენცია’) რატიფიცირება.
მხარეების მიერ აღნიშნული კონვენციის რატიფიცირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს ევროსაბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი (GREVIO).
“კოალიციამ თანასწორობისთვის” ორგანიზაციებმა და სამმა სხვა არასამთავრობო ორგანიაციამ, ამ ექსპერტთა ჯგუფს (GREVIO-ს), წარუდგინა ჩრდილოვანი ანგარიში საქართველოში არსებული მდგომარეობის პირველი (საბაზისო) შეფასების ფარგლებში.
ანგარიშში საუბარია ბევრ პრობლემაზე, რომლებიც დაჯგუფებულია შემდგომ საკითხებად:
– თანასწორობა და ზოგადი ვალდებულებები;
– ინტეგრირებული პოლიტიკა და მონაცემთა შეგროვება;
– ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენცია;
– მსხვერპლი ქალების დაცვა და მხარდაჭერა;
– მატერიალური სამართალი;
– გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა, პროცედურული სამართალის და დაცვის ღონისძიებები.
პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს:
ბაია პატარაიამ (კავშირი “საფარი”),
ანა თვარაძემ (იურიდიული კონსულტანტი, „ჰერა ოცდაერთი”),
მარი კაპანაძემ (იურისტი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა),
სოფო ხვთისიაშვილმა (პროექტის მენეჯერი, სოციალურ მუშაკთა გაერთიანება)
ნათია გამხიტაშვილმა (იურისტი, “საფარი”).
ანგარიშზე მუშაობა მხარდაჭერილია ღია საზოგადოების ფონდის მიერ.
პრეზენტაციის ვიდეოჩანაწერის ხილვა შეგიძლიათ აქ: http://www.equalitycoalition.ge/article/86
ანგარიშის სრული ელექტრონული ვერსიის ხილვა შეგიძლიათ აქ: Coalition_For_Equality_Report_Georgia GREVIO