Bikini Beans Espresso — კოფიშოპია ვაშინგტონში, რომელიც არნახული პოპულარობით სარგებლობს. საქმე იმაშია, რომ მისმა მეპატრონემ კარლი ჯომ (Carlie Jo) თანამშრომელი ქალებისთვის განსაკუთრებული დრეს-კოდი დააწესა, რომელსაც თავად კი მისაღებად მიიჩნევს, მაგრამ მისი მოწინააღმდეგეები ქალთა ექსპლუატაციაში უთვლიან.
საქმე იმაშია, რომ კოფიშოპში მომუშავე გოგონები კლიენტებს ქვედა საცვლის ამარა ემსახურებიან. ზოგიერთი მათგანი, სურვილისამებრ, ძუძუსთავებს ფერადი მისაწებებლებით იფარავს.
დაწესებულებას ქსელებში საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს: ათობით ათასი კლიენტი ვებგვერდ Yelp-ზე ინტენსიურად შედის და კოფიშოპის თანამშრომელ გოგონებზე აღფრთოვანებულ გამოხმაურებებს არ იშურებს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დაწესებულებას ბევრი კრიტიკა აქვს, მისი მფლობელი დარწმუნებულია, რომ იგი ქალთა უფლებებს კი არ არღვევს, არამედ პირიქით, აფართოებს. აი რა დაწერა მან კოფიშოპის ვებგვერდზე: „იმდენად, რამდენადაც ჩვენ პირველი ბიკინი-კოფიშოპი ვართ, ჩვენ ქალებს თავიანთი პერსონით ტკბობის შესაძლებლობას ვაძლევთ. მთელს მსოფლიოში, ქალებს ხმის მიცემის, საზოგადოებრივი ლიდერობის, ბიზნესმენობის და პრეზიდენტობის უფლებებიც კი აქვთ. ჩვენ უფლება გვაქვს, ვიმუშაოთ ღირსეულად და დახვეწილად, და მნიშვნელობა არ აქვს, რა გვაცვია – საქმიანი კოსტიუმი, სამედიცინო ხალათი თუ ბიკინი“.
თავისთავად იგულისხმება, რომ კაფის სტუმართა უმრავლესობა კაცები არიან, თუმცა, გოგონების უნიფორმით ყველა კაცი როდია აღფრთოვანებული. საქალაქო საბჭოს წევრი მაიკ ფაგანი (Mike Fagan) ამ საქმეში ჩარევას შეეცადა, რადგან დარწმუნებულია, რომ დაწესებულების პოლიტიკა ქალთა უფლებებს ლახავს. „აქ ყველაფერი უნდა იყოს ყავაზე, და არა ქალის ობიექტივიზებულ სხეულზე“, – ამბობს ის.
თავად თანამშრომელი გოგონები თავიანთი საქმიანობით კმაყოფილნი არიან და ამბობენ, რომ მათთან სტუმრად მთლიანო ოჯახებიც კი დადიან. „სისულელეა ამის გაპროტესტება. ადამიანები მუდმივად ეძებენ გასაბრაზებელ საბაბს“, ამბობს ერთ-ერთი მათგანი.