ლონდონში ბოდიპოზიტიური ჩვენება The Real Catwalk ჩატარდა, რომლის ორგანიზატორიც Khrystyana-ს ფსევდონიმის მქონე მოდელია. იმპროვიზაციული შოუს ფარგლებში, ტრაფალგარის მოედანზე სხვადასხვა გარეგნობის, სექსუალური ორიენტაციის, რასისა და სქესის მოდელები გამოვიდნენ – ჩვენებაში მონაწილობა ყველა მსურველს შეეძლო.
“მინდოდა, ნამდვილი მრავალფეროვნება მეჩვენებინა. მჯერა საყოველთაო სიყვარულისა და მიმღებლობისა, და ასევე იმისა, რომ ეს ყველაფერი რეალობა გახდება, თუ ერთმანეთის მიმართ მეტად დამნდობნი ვიქნებით”, – განაცხადა Khrystyana-მ.