ნობელის მშვიდობის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატმა, ქალთა და ბავშვთა უფლებადამცველმა მალალა იუსაფზაიმ განაცხადა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩააბარა.
20 წლის მალალამ თავის ტვიტერზე გამოაქვეყნა ინფორმაცის იმის შესახებ, რომ საკმაო რაოდენობის ქულები დააგროვა და უნივერსიტეტში ფილოსოფიის, პოლიტიკისა და ეკონმიკის შესწავლას შეუდგება.
2012 წელს, პაკისტანში, მალალა ტერორისტების თავდასხმის მსხვერპლი გახდა. ერთ-ერთმა თალიბმა მას თავში ესროლა. გოგონას უმძიმესი ჭრილობა ჰქონდა, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩა. ბირმინგემში გადატანილი რთული ოპერაციის შემდეგ, იგი საცხოვრებლად ინგლისში დარჩა.
16 წლის მალალა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში, სიტყვით გამოვიდა. 2014 წელს, ინდოელ აქტივისტთან და ექიმთან კაილაშ სატიარტისთან ერთად, 17 წლის იუსაფზაი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა.
2017 წლის აპრილიდან, მალალა გაეროს მშვიდობის ელჩია და ქალებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობაზე ზრუნავს.