ჩვენს ცნობიერებაში დღემდე მყარად გამჯდარია სტერეოტიპი, რომლის თანახმადაც მაქმანებიანი თეთრეული ქალის საკუთრებაა. ახალი მარკის Menagerié (სიტყვებიდან: men – კაცი, lingerie – თეთრეული) შემქმნელები მზად არიან ამ ჩაკირულ სტერეოტიპთან საბრძოლველად – კაცის თეთრეულის თარგის გამოყენებით, მათ უჩვეულო პროდუქცია შექმნეს. საკუთარ ნამუშევრებში ისინი ტრადიციულად „ქალურ“ მასალებს იყენებენ: მაქმანს, აბრეშუმს, ატლასს.
Menagerié-ს თეთრეულის ფასები ასე გამოიყურება: $69 ღირს ტოტებიანი ტრუსი მაქმანებით, $139 – აბრეშუმის შორტები, $369 – შარვალი. საზაფხულოდ, მარკამ საკუთარი არომატებიც გამოუშვა – სულ რაღაც $28-ად, მაქმანებიანი თეთრეულის მფლობელ კაცს საკუთარი თავის განებივრება ერთდროულად ჩაის, ქოქოსის, მუშკის, ხავსის, ზღვის მარილის, კედარისა და ვეტივერის არომატით შეუძლია.
ლოს-ანჯელესური მარკის დამფუძნებელს რომან სიპეს (Roman Sipé) მიაჩნია, რომ „კაცური“, ხისტი მოდის სამყაროში Menagerié მშვენიერებისა და დახვეწილობის ოაზისია. თავადვე აღნიშნავს, რომ კაცისთვის მაქმანებიანი თეთრეულის იდეა ორიგინალობით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ იმედოვნებს, რომ უჩვეულო ქსოვილების შერწყმა თეთრეულის ტრადიციულ თარგთან შერწყმა ყველაზე პრეტენზიულ და გემოვნებიან კლიენტსაც სიამოვნებას მოგვრის.