აღმოჩნდა, რომ ავსტრალიაში Covid-19-თან დაკავშირებულ ერთ-ერთ ავტორიტეტულ საიტს სამი მოზარდი მართავს. სამეული CovidbaseAU-ს საკუთარი სტატისტიკით მართავდა, მელბურნში Moderna-ს ვაქცინის პირველი დოზების გამოჩენის დღიდან.
ეს ფაქტი არავინ იცოდა მანამ, სანამ 14 წლის უესლიმ და 15 წლის ჯეკმა და დარსიმ ტვიტერზე თავიანთი ფოტოები არ გამოაქვეყნეს.
CovidbaseAU Covid-19-ის სტატისტიკას 2021 წლის აპრილიდან მეთვალყურეობს და აქვეყნებს ავსტრალიისა და მსოფლიო მონაცემებს ინფექციის გავრცელების, ჰოსპიტალიზაციის, სიკვდილიანობისა და ვაქცინაციის სტატისტიკებს.
მელბურნელმა მოზარდებმა განაცხადეს, რომ პროექტის გაშვება თებერვლისთვის იგეგმებოდა მხოლოდ “გასართობად”, – ეს პროგრამირებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მათი ინტერესების რეალიზების ერთგვარი საშუალება იყო.
BOOM! 12-15s can get the💉
Today the three of us who run @covidbaseau, Jack, Wesley and Darcy, had our first dose of the Moderna vaccine.🎉
Thought this would be a good time to share who we really are.😄
Thrilled that we will finally be included in our data! pic.twitter.com/SeIQFXPjGW
— CovidBaseAU 🦠📊🇦🇺 (@covidbaseau) September 23, 2021
“ჩვენ ეს მონაცემები მართლა გვაინტერესებდა და ამიტომაც, რაღაც ახლის შესაქმნელად გავაკეთეთ ეს. ამ საქმიანობას დიდ დროს ვუთმობთ, რათა იგი რაც შეიძლება სრულყოფილი იყოს”, – ამბობს ჯეკი.
იგი მართალიცაა – რვა შტატისა და ტერიტორიის ხელისუფლება და ცალკე ფედერალური მთავრობა რეგულარულად აქვეყნებენ Covid-19-ის მონაცემებს, მაგრამ ეს სხვადასხვა საშუალებებითა და ფორმატებში კეთდება. დარსი აღნიშნავს, რომ ამ ვებსაიტის შექმნის მიზანი სწორედაც გაბნეული მონაცემების შეკრება და ერთიანად ხელმისაწვდომად ქცევა იყო.
იმისდა მიხედვით, რომ ვაქცინაცია და Covid-19-ის გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბით უმნიშვნელოვანეს საკითხად იქცა, მოზარდების ვებგვერდი და სოციალური ქსელები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა. მათ ამჟამად 25 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავთ ტვიტერზე.
მოზარდების მიერ შექმნილი და მართული საიტი უკვე ჰობი აღარაა, რადგან მონაცემთა ვეება ბაზას მოიცავს – ავსტრალიის შემთხვევები შტატებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიხედვითაა დახარისხებული. იგი დეტალურ ინფორმაციას შეიცავს და ისეთ შემთხვევათა პროცენტებს გვიჩვენებს, როდესაც ადამიანები საავადმყოფოებში ან ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ხვდებიან.
ეს არაა ადვილი სამუშაო და CovidBaseAU-ს შეუფერხებელი მუშაობისთვის საჭიროა სამი ადამიანი. ჯეკს მონაცემთა დამუშავება აბარია, დარსის – ციფრული უზრუნველყოფა, უესლი კი მრავალმხრივი სპეციალისტია, იგი ყოველთვის მოვლენების ცენტრშია, ინფოგრაფიკებსა და ვიზუალს ქმნის.
ნიკ ევერშედი, Guardian Australia-ს მონაცემებისა და ინტერაქციული მასალების რედაქტორი, ამბობს, რომ CovidBaseAU-მ ძნელად მოსაპოვებელი ინფორმაციის დამუშავების მხრივ შთამბეჭდავი სამუშაო გასწია. “იყო რამდენიმე შემთხვევა, განსაკუთრებით ციფრებთან და ვაქცინის იმპორტსა და შემოტანასთან დაკავშირებით, და მე ჩემს მონაცემებს მათ ინფორმაციას ვადარებდი. კოლოსალური სამუშაოა შესრულებული. მათ შეისწავლეს ცალკეული პრესრელიზები და პრესკონფერენციები სხვადასხვა ეტაპებზე, რათა საერთო სურათი აეწყოთ იმისა, თუ რამდენი დოზა აწარმოა ან იმპორტში გაუშვა ავსტრალიამ სხვადასხვა დროს”, – ამბობს იგი.
“მე ვიცი ჩემი ასაკის ბევრი მეგობარი, რომელსაც აცრის გაკეთება სურს. ჩემი აზრით, ამ საკითხის ირგვლივ აჟიოტაჟი ძალიან კარგია!”, – აცხადებს ჯეკი.