ინგლისში ჭადრაკში საერთაშორისო ტურნირი დასრულდა, სადაც მესამე დიდოსტატობის ნორმა ნინო ბაციაშვილმა შეასრულა. მან 2500 რეიტინგს გადააჭარბა, რის შედეგადაც, ფიდეს უახლოეს კონგრესზე ჭადრაკში უმაღლეს წოდებას მიანიჭებენ.
ძველი (ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე) და ახალი თაობის (ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი) მოჭადრაკეების შემდეგ, ქართული ჭადრაკის ისტორიაში ნინო რიგით მე-5 ქალია, რომელსაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა.
აღნიშნულ ტურნირში, ნინოს მეტოქეების უმრავლესობა მსოფლიოს წამყვანი მამაკაცი მოჭადრაკეები იყვნენ, რომელთა წინააღმდეგაც ნინოს უმაღლესი დონის თამაშს საჭადრაკო ექსპერტმა “შემაძრწუნებელი” უწოდა.