"საფარის" აქტივობები / ვიდეო / სექსუალური ძალადობა

ონლაინ კონფერენცია “სქესობრივი დანაშაულები: გამოწვევები კანონმდებლობასა და პრაქტიკაში” (ვიდეო)

ახლახან ქობულეთში მომხდარმა ტრაგედიამ ქვეყანაში არსებულ ბევრ სისტემურ პრობლემასთან ერთად, სქესობრივი დანაშაულების შესახებ კანონმდებლობისა და მისი აღსრულების პრობლემები წარმოაჩინა.

სქესობრივი თავისუფლება და სქესობრივი ხელშეუხებლობა არის ის უმთავრესი ღირებულება, რასაც ეფუძვნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე თავი და, რაც აუცილებლად უნდა იქნას გათავისებული საზოგადოების მიერ.სქესობრივი თავისუფლება ნიშნავს პირის უფლებას, საკუთარი სურვილით აირჩიოს (ან არ აირჩიოს) პარტნიორი ან ვინმეს უფლებას, ჰქონდეს სქესობრივი კავშირი საკუთარი სურვილებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად.

ამას გარდა, სქესობრივი თავისუფლება არის პირის უფლება, ჰქონდეს სქესობრივი კავშირი ვისთანაც უნდა, როცა უნდა და რა ფორმითაც უნდა, სოციალური, პოლიტიკური, სამედიცინო თუ კულტურული შეფერხებების გარეშე. სქესობრივი თავისუფლება ადამიანის ცხოვრების ბუნებრივი, ფუნდამენტური და მოსაფრთხილებელი უფლებაა და მასში სახელმწიფოს გაუმართლებელი და დაუსაბუთებელი ჩარევაც დაუშვებელი უნდა იყოს. აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ ამ უფლებას პატივი უნდა სცეს ყველა ადამიანმა და მეორე ადამიანის თანხმობის გარეშე დაუშვებელია ამ უფლების შეზღუდვა, რადგან ეს ადამიანს ამცირებს, რომ არაფერი ვთქვათ იმ ფიზიკურ და სულიერ ტკივილზე, რაც ამ თავისუფლების დარღვევას მოჰყვება ხოლმე.

აქედან გამომდინარე, ყველა იმ ქმედების კრიმინალიზაცია, რომელიც ადამიანის სქესობრივ თავისუფლებას გაუმართლებლად არღვევს, არის ის მნიშვნელოვანი ნორმატიული ბარიერი, რომელიც საზოგადოებას კარგად უნდა ჰქონდეს გათავისებული, სახელმწიფო კი უნდა იყოს ამ უფლების დაცვის ფორმალური გარანტი.

ამ და სხვა საკითხებზე სამსჯელოდ, გიწვევთ კონფენერციაზე „სქესობრივი დანაშაულები: გამოწვევები კანონმდებლობასა და პრაქტიკაში“, რომელსაც საფარი ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით ატარებს.გთავაზობთ კონფერენციის დღის წესრიგს:

მისალმება – მოდერატორი ბაია პატარაია, საფარის აღმასრულებელი დირექტორი;

მაიკე ვან კოლდამი – ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოშინინო წილოსანი – პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო;

ნათია ბარბაქაძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე;

გიორგი ოსაძე – ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი;

სისხლის სამართლის კოდექსის საკანონმდებლო ხარვეზები სქესობრივ დანაშაულებთან მიმართებით – თამარ დეკანოსიძე, Equality Now ევრაზიის რეგიონული წარმომადგენელი.

სქესობრივი დანაშულების კომენტარები წარდგენა – გოგა ხატიაშვილი, კომენტარების ავტორი.სქესობრივი დანაშაულების გამოძიების და დევნის გამოწვევები პრაქტიკაში – თამარ ლუკავა, საფარის იურისტი სქესობრივ დანაშულებზე.

დისკუსია.