პარტიებში მამაკაცური პრივილეგიებისა და ძალაუფლების წარმოების მიზნით, პოლიტიკოსი მამაკაცები ქმნიან მითს: “მაჟორიტარი ქალი კარდაკარ ვერ ივლის!”
◾ მითის მიზანია შრომის გენდერული გადანაწილება ისე, რომ “შავი სამუშაოს” შესრულება ქალებს დაეკისროთ, ხოლო მამაკაცებს დარჩეთ უფრო მაღალი პოზიციები.
◾ მითს ამყარებს შეხედულება, რომლის მიხედვითაც აგიტატორობა “არაკაცურ” საქმიანობად მიიჩნევა და ეს მოვალეობა მხოლოდ ქალებმა უნდა შეასრულონ.
❗ თუმცა სტუდენტი ბიჭების თანხმობა ასეთ სამუშაოებზე, ისიც მხოლოდ თბილისში, ანგრევს ამ შეხედულებას და ცხადყოფს, რომ კარდაკარ აგიტატორად სიარულისთვის საჭირო უნარები და კომპეტენცია კაცებსაც აქვთ, მათ ის უბრალოდ ეთაკილებათ და არ აწყობთ.