ვიდეო / პოლიტიკაshe

პარტიული მითი N4: “ლამაზი ქალის ადგილი პოლიტიკაში არ არის”

პოლიტიკაში მყოფი მამაკაცები ქალის სხეულის კონტროლით ცდილობენ ქალისთვის ადგილის მიჩენას და მამაკაცური პრივილეგიებისა და ძალაუფლების გამყარებას პარტიებში.

🔸 ამისათვის ისინი ქმნიან მითს, თითქოს “ლამაზი ქალის ადგილი პოლიტიკაში არ არის“ და თუ ის პოლიტიკაში იქნება, უმჯობესია, ან ლამაზი და ქალური არ იყოს, ან იყოს მამაკაცური.

❗ განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევიან 35 წლამდე პარტიული ქალები. ისინი აღარ ცდილობენ, იაზროვნონ ამ მიმართულებით და მათთვის სექსუალური და ლამაზი ქალი აღარ წარმოადგენს სუსტსა და მოწყვლადს პარტიულ ცხოვრებაში.