პროექტები

პროექტი “ფემიციდი – სახელმწიფოს პასუხისმგებლობა”

პროექტი “ფემიციდი – სახელმწიფოს პასუხისმგებლობა” ქვეყანაში ფემიციდის საგანგაშო სტატისტიკასთან დაკავშირებით, “საფარი” ახალ პროექტზე მუშაობას იწყებს, რომელიც 2015 წლის  25 მაისი – 31 დეკემბრის პერიოდში განხორციელდება. პროექტის მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში.

პროექტი “ფემიციდი – სახელმწიფოს პასუხისმგებლობა” ითვალისწინებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ფემიციდის – ქალის სიცოცხლის უფლების დაუცველობის შემთხვევაზე. ამ მიზნის მისაღწევად, პროექტის ამოცანებია:

–           დაიწყოს ერთი ადმინისტრაციული სამართალწარმოება შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ ერთ-ერთ ფემიციდის შემთხვევაზე.

–           ერთი სარჩელი გაიგზვანოს სტრასბურგის სასამართლოში საქარტველოს წინააღმდეგ ერთი ფემიციდის შემთხვევაზე.

–           სახელწმიფოს პოზიტიური ვალდებულებების შესრულების – ქალის სიცოცხლის უფლების დაცვის შესახებ, ცნობიერების ამაღლება.

პროექტის განსახორციელებლად დაგეგმილი საქმიანობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  1. სტრატეგიული სამართალწარმოება:

ა) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ერთი განაცხადის შეტანა მეორე მუხლის (სიცოცხლის უფლების) დარღვევასთან დაკავშირებით.

ბ) შინაგან საქმეთა სამაინისტროს წინააღმდეგ ერთი დავის დაწყება ადმინისტრაციული წესით სიცოცხლის უფლების დაცვის პოზიტიური ვალდბეულების შესურულებლობის გამო.

  1. ცნობიერების ამაღლება ფემიციდსა და სახელმწიო ვალდებულებების შესახებ:

ა) ფემიციდთან და სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტების ანალიზის მომზადება ელექტრონული ბროშურის სახით და ვებ-გვერდზე განთავსება.

პროექტის აქტივობების ამსახველი ინფორგაფიკა იხილეთ აქ.