დღეს, 2019 წლის 8 ოქტომბერს, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებიული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე, წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტითა (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
შეგახსენებთ, რომ თამთა თოდაძეს იურიდიულ დახმარებას ორგანიზაცია “საფარი” უწევს. თამთამ გუშინ “საფარის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც იგი პროკურატურისგან მისთვის დაზარალებული სტატუსის მინიჭებას და მასზე სავარაუდო მოძალადის ილია ჯიშკარიანისთვის ბრალის წაყენებას ითხოვდა.