როგორც უკვე გატყობინებდით, სამშაბათს, 5 ნოემბერს, თამთა თოდაძემ, “საფარმა” და მედიის განვითარების ფონდმა (MDF) საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საჩივრით მიმართეს და თამთა თოდაძის წინააღმდეგ კამპანიური გაშუქებასთან დაკავშირებით, ონლაინ გამოცემების PIA-სა და “კვირა+”-ის, ასევე გაზეთ “ალიას” მიერ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მეშვიდე და მე-11 პრინციპების დარღვევის ფაქტების შესწავლა სთხოვეს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტის საბჭომ ზემოთხსენებული საჩივარი განიხილა pia.ge-ისა და plus.kvira.ge-სთან მიმართებაში. მისი გადაწყვეტილებით, დასახელებული ონლაინ გამოცემების მიერ დაირღვა ქარტიის მე-10 პრინციპი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.
რაც შეეხება “ალიას”, მასთან დაკავშირებით განცხადება მოგვიანებით იქნება განხილული.
დასახელებულ საჩივართან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას უახლიეს პერიოდში მოგაწვდით.